ჩიტის ბირკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიტის ბირკა

Lappula occidentalis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ჩიტის ბირკა
ლათინური სახელი
Lappula Moench, 1794
სინონიმები

ჩიტის ბირკა (ლათ. Lappula) — მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია მთლიანი ხაზურ-ლანცეტა ფოთლებით, რომლებიც, ისევე როგორც ღერო, დაფარულია მოუხეშო ბეწვით. ყვავილები პატარაა, 5-ფურცლიანი, დიდი ნაწილი ლურჯია, შეკრებილია გრძელ დატოტვილ ყვავილედებში — ხვეულებში. ნაყოფი ოთხი კაკლუჭისებრი ლებნისგან შედგება, დაფარულია ღუზისებრი ნემსებით, რომელიც ტანსაცმელზე, ცხოველთა ბეწვზე და სხვა ზედაპირზე ჩაბღაუჭების საშუალებას აძლევს. ცნობილია 80-მდე სახეობა. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში, ავსტრალიაში, აგრეთვე სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. იზრდებიან მშრალ, ნაგვიან, უშენ ადგილებში, ნასვენ მიწებზე, გზებთან ახლოს. მინდვრებისა და ბოსტნების სარეველებია.[1]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Lappula barbata
Lappula squarrosa

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Липучка // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 14 — М., 1973.