ჩვეულებრივი უკადრისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი უკადრისა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მანანასნაირნი
ოჯახი:  უკადრისასებრნი
გვარი:  უკადრისა
სახეობა:  ჩვეულებრივი უკადრისა
ლათინური სახელი
Impatiens noli-tangere L., 1753
სინონიმები
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 64314907

ჩვეულებრივი უკადრისა[1] (ლათ. Impatiens noli-tangere) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე უკადრისასებრთა ოჯახისა. აქვს სწორად მდგომი, დატოტვილი, 40–100 სმ სიმაღლის, მუხლებში გამსხვილებული ღერო. ლეგა მწვანეა, კვერცხისებური ან ელიფსური, მსხვილბლაგვკბილა ფოთლები; ზედები თითქმის მჯდომარეა, ქვედევი — გრძელყუნწიანი. ყვავილები იღლიურია, დიდი ზომის, ყვითელი, ქვედა, განაპირა ნაკვთები გაფართოებულია, შუა კი — წაწვეტებული. ხახა მოწითალო ლაქებითაა დაფარული. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფმსხმოიარობს სექტემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, მცირე და აღმოსავლეთ აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ტყეებსა და ბუჩქნარებში, დამახასიათებელია დაჩრდილული, ტენიანი ადგილებისათვის.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 119.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 74.