უკადრისა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უკადრისა
Impatiens glandulifera 0004.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: უკადრისასებრნი
გვარი: უკადრისა
ლათინური სახელი
Impatiens

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


უკადრისა (ლათ. Impatiens) — მცენარეთა გვარი უკადრისასებრთა ოჯახისა. ბალახებია. ღერო ხორცოვანი და ხშირად გამჭვირვალეა. მორიგეობით განლაგებული მარტივი ფოთლები აქვთ. მწიფე ნაყოფი შეხებისას ერთბაშად იხსნება საგდულებით (სახელიც ამიტომ შეერქვა), რომლებიც სწრაფად იგრიხება და თესლს გამოტყორცნის. გვარში 400-მდე სახეობაა.გავრცელებულია უმეტესად ტროპიკულ აზიასა და აფრიკაში, მცირე ნაწილი — ევროპასა და ამერიკაში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 1 — ჩვეულებრივი უკადრისა (Impatiens noli-tangere); ყვითელი ყვავილები აქვს, ხარობს დაჩრდილულ ტყეში, ბუჩქნარებს შორის. თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა. ყვავილი შეიცავს ყვითელ საღებავს.

ლიტერატურა[რედაქტირება]