ჩაკოვეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩაკოვეცი
Čakovec
დროშა გერბი

ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
ჟუპანია მედიმურჟე
კოორდინატები 46°23′10″ ჩ. გ. 16°26′08″ ა. გ. / 46.38611° ჩ. გ. 16.43556° ა. გ. / 46.38611; 16.43556
პირველი ხსენება 1328
ამჟამინდელი სტატუსი 1579
ფართობი 72,8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 164±1 მეტრი
მოსახლეობა (მთლიანი მუნიციპალიტეტის
მოსახლეობა
) 27 104 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +385 40
საფოსტო ინდექსი 40000
საავტომობილო კოდი ČK
ოფიციალური საიტი cakovec.hr
ჩაკოვეცი — ხორვატია
ჩაკოვეცი

ჩაკოვეცი (ხორვ. Čakovec) — ქალაქი ხორვატიის უკიდურეს ჩრდილოეთში, ზაგრებიდან დაახლ. 90 კმ-ში; მედიმურჟეს ჟუპანიის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმ. ნიკოლოზის ეკლესია — ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა.

რომაულ ეპოქაში, თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა გამაგრებული ბანაკი აკუამა.

თანამედროვე სახელით ქალაქი მხოლოდ 1328 წლიდან მოიხსენიება. სახელი მომდინარეობს უნგრელი მთავრის, დიმიტრი ჩაკისაგან, რომელმაც ამ ადგილას XIII საუკუნეში ხის კოშკი ააგო, რომელიც მის სახელს ატარებდა. მოგვიანებით სახელი მთელმა ქალაქმა მიიღო.

1466 წელს ქალაქი ზრინსკების სამეფო ოჯახის ხელში გადავიდა, რის შემდეგაც ჩაკოვეცმა აყვავება დაიწყო. 1579 წელს მან ოფიციალურად მიიღო ქალაქის სტატუსი და შესაბამისი პრივილეგიები.

1738 წელს ქალაქი ძლიერად დააზიანა მიწისძვრამ, 1741 წელს კი — ხანძარმა.

ქალაქი, ისევე როგორც მთელი ქვეყანა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჩაკოვეცი, მთელ ხორვატიასთან ერთად, იუგოსლავიის შემადგენლობაში შევიდა, 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი ხორვატიის ნაწილია.


დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]