ნადკანიჟა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ნადკანიჟა
Nagykanizsa
Nagykanizsa2.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
მედიე ზალა
კოორდინატები 46°27′00″ ჩ. გ. 16°59′00″ ა. გ. / 46.45000° ჩ. გ. 16.98333° ა. გ. / 46.45000; 16.98333
ფართობი 148,40 კმ²
მოსახლეობა 49 850 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 334,35 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.nagykanizsa.hu/

ნადკანიჟა მდებარეობა უნგრეთი

Red pog.svg

ნადკანიჟა (უნგრ. Nagykanizsa; ხორვატ. Kan(j)iža; გერმ. Großkirchen; სლოვენ. Velika Kaniža; თურქ. Kanije) — საშუალო სიდიდის ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში, ზალის მედიეში.

მდებარეობს ბალატონის ტბის სიახლოვეს, ხუთი გზის კვეთაზე. საუკუნეთა მანძილზე, ქალაქი ერთგვარი დამაკავშირებელი კვანძი იყო. სლოვენიიდან ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმავალი ტვირთები ნადკანიჟაზე გაივლიდა, შესაბამისად, ქალაქი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ვაჭრობაში ადრიატიკის ზღვასა და ალპების რეგიონს, ვენასა და ბუდაპეშტს შორის.

1960-იან წლებში აღმოაჩინეს ქალაქის უძველესი, რომაული პერიოდის ნანგრევები. შუა საუკუნეებში, ნადკანიჟა უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თავდაცვითი სიმაგრე ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ის იცავდა მთელს დასავლეთ ევროპას ოსმალთა შემოტევისგან.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]