შუამიწეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუამიწეთი
Baynes-Map of Middle-earth.jpg
შუამიწეთის რუკა, პოლინ ბეინზი, 1970
წყარო ჰობიტი
ბეჭდების მბრძანებელი
შემქმნელი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ჟანრი ფენტეზი
ტიპი ფენტეზი სამყარო
მნიშვნელოვანი ადგილები ფანგორნი
გონდორი
იზენგარდი
ქაზად-დუმი
ლოთლორიენი
მორდორი
რივენდელი
როჰანი
შაირი
ბნელტევრი
მესამე ეპოქის რუკა

შუამიწეთი (ინგლ. Middle-Earth) — ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ მოგონილი სამყარო, რომელიც ჩნდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. უშუალოდ, მათში ვალარები და ელფები ებრძვიან მორგოთს, (დაცემულ ვალას) და მის მოდგმას და დამხმარე ძალებს (როგორც წესი, ორკებს, დრაკონებს და დამონებულ ადამიანებს). მოგვიანებით, სხვა საუკუნეებში, მორგოთის დამარცხების შემდეგ, მის ადგილს იკავებს საურონი. ვალართა როლი უშუალოდ გამოიხატება მორგოთთან ბრძოლაში, მაგრამ მათ ასევე შექმნეს ისტარები, რათა დაემარცხებინათ საურონი. ისტარებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გენდალფი იყო. შუამიწეთის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს ენტებმა და ჰობიტებმაც.

მთავარ სიმბოლოებს შუამიწეთის ისტორიებში წარმოადგენენ:

ტოლკინმა თავად შექმნა შუამიწეთისა და მისი რეგიონების რამდენიმე რუკა. მათი ნაწილი გამოიცა მისი ცხოვრების განმავლობაში, მეორე ნაწილი კი - მოგვიანებით, გარდაცვალების შემდეგ. მთავარი რუკები გამოქვეყნდა „ჰობიტში“ და „ბეჭდების მბრძანებელში“. დამატებითი რუკები გამოჩნდა „სილმარილიონში“, რომელიც პროფესორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

პირველი ეპოქის მოვლენათა დიდი ნაწილი მიმდინარეობს სუბკონტინენტ ბელერიანდზე, რომელიც პირველი ეპოქის დასასრულს დაფარა ოკეანემ.

ტოლკინის თქმით, შუამიწეთის იდეა მომდინარეობს თავად დედამიწისი კონტინენტებიდან. იგი ამტკიცებდა, რომ მესამე ეპოქის მოვლენებს ადგილი ჰქონდა მის დროებამდე 6.000 წლით ადრე,[1] მოგვიანებით მან ეს უარყო და ახსენა, რომ შუამიწეთი ფიზიკურად არ არსებობდა, იგი უფრო წარმოსახვის ერთი ეტაპი იყო.[2]

ისტორიული საფუძველი[რედაქტირება]

გერმანულ ანტიკურ მითოლოგიაში ადამიანთა სამყარო ცნობილია რამდენიმე სახელით (Middenheim, Manaheim, Middengeard, Midgard) და განლაგებულია სამყაროს ცენტრში, ხოლო ბიფროსტი, ცისარტყელის ხიდი, გადაჭიმულია შუამიწეთიდან ასგარდამდე, ღმერთების ქვეყნამდე. შუამიწეთის მიღმა მკვდრების სამყარო მდებარეობს. მთელი სამყარო, ბევრის წარმოდგენით, შედგებოდა ცხრა ფიზიკურად არსებული მსოფლიოსგან, რომელიც გაერთიანებული იყო. მათი ზუსტი განლაგება უცნობი იყო. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თანმიმდევრობა ასეთი იყო - ელფების (ალფჰეიმი), ჯუჯების მიწები (ნიდაველირი), ღმერთების (ასგარდი და ვანაჰეიმი), გიგანტების (იოტუნჰეიმი და მუსპელჰეიმი) მიწები. სხვა თეორიით, შვიდივე სამყარო ცაში, იგდრასილის ხის ტოტებში მდებარეობდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

სახელწოდება „შუამიწეთი“, რომელიც ასევე აღნიშნავს „შუა სამყაროს“, ტოლკინს არ ეკუთვნის. ასეთი ტერმინი ნახსენებია უილიამ შექსპირის შემოქმედებაში [3] - შუასაკუნოვანი ინგლისური სიტყვის middel-erde ვერსია, რომელიც წარმოიშვა კიდევ უფრო ძველი ფორმისგან middanġeard[4] ეს უკანასკნელი რამდენიმეჯერ გვხვდება ბეოვულფის ფურცლებზეც. იგივე სიტყვა ასევე გამოიყენება კედმონის მიერ, კედმონის ჰიმნში. შუა საუკუნოვანი ინგლისურის ხანაში middangeard იწერებოდა, როგორც middellærd, midden-erde ან middel-erde. middangeard-ის სწორი შესატყვისია შუა გავალანი და არა შუამიწეთი. მიუხედავად ამისა, middangeard ხშირად ითარგმნებოდა, როგორც შუამიწეთი და ტოლკინმა გამოიყენა ეს ვერსია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (წერილები, # 211)
  2. გეროლტი, დენის განაგრძეთ კითხვა... ინტერვიუBBC, 1971 [1]
  3. Shakespeare, William. The Merry Wives of Windsor, Act V, Scene 5.
  4. Bruce Mitchell and Fred C. Robinson, A Guide to Old English, Sixth ed., p. 360