ელფები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელფები (გერმ. elf — თეთრი (alb-ისგან) — ზღაპრული ხალხი გერმანულ, სკანდინავიურ და კელტურ ფოლკლორში. ლიტერატურაში ხანდახან გვხვდება ალბები (ალფები) — álfr - სკანდინავ.), სიდები (sidhe - ძვ. ირლ.).

სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიაში ელფები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ მათი საერთო დახასიათების მიხედვით, ისინი არიან ნათელი ფერის, ქერათმიანი არსებანი, ტყის სულები, რომლებიც ადამიანებს ემეგობრებიან. ელფებს ზღაპრებისა და ლეგენდების გარდა, მეტწილად ფანტაზიის ჟანრის ლიტერატურაში ვხვდებით გნომებთან, გობლინებთან და ტროლებთან ერთად. ზოგიერთ ნაწარმოებში კი ელფებსა და ფერიებს შორის განსხვავებაც ფაქტიურად არ არსებობს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

გერმანიკულ ენებში "elf" ტიპის სიტყვები შემდეგნაირად გვხვდება: დანიური სახელწოდება "elv", ანგლო-საქსური "aelf", შვედური "alv", ნორვეგიული "alv" და ისლანდიური "alf-ur", რაც გერმანიკულ ხალხებში ამ სიტყვის საერთო ძირზე მეტყველებს. სიტყვა "ელფის" ზუსტი მნიშვნელობის დადგენისას ენათმეცნიერები ვერ თანხმდებიან, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ეს სიტყვა ლათინურ "ალბს" (თეთრს) უნდა უკავშირდებოდეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ელფი ვალიური ან ირლანდიური სიტყვიდან "ellyl"/"aillil" მომდინარეობს, რაც "ნათელს", "ელვარეს" ნიშნავს და შუმერულ "ელლუს" უთანაბრდება (იგივე მნიშვნელობით).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]