შენინ სოსამონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შენინ სოსამონი
Shannyn Sossamon
Shannyn Sossamon.jpg
სოსამონი, 2007 წელს
დაბ. სახელი შენინ მერი კაჰოლოლანი სოსამონი
დაბ. ადგილი ჰონოლულუ, ჰავაის კუნძულები
დაბ. თარიღი 3 ოქტომბერი, 1978
საქმიანობა მსახიობი
მოცეკვავე
მოდელი
მუსიკოსი
წლები 1997–დღემდე

შენინ სოსამონი (ინგლ. Shannyn Sossamon; დ. 3 ოქტომბერი, 1978)[1] — ამერიკელი მსახიობი. მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „რაინდის ისტორია“, „40 დღე 40 ღამე“, „თვითმკვლელები: სიყვარულის ისტორია“ და „ერთი უპასუხო ზარი 2“ და აგრეთვე სერიალში „მთვარის შუქი“.

დაიბადა ქალაქ ჰონოლულუში, დედამისის მედდის — შერი სოსამონისა და მამამისის ტოდ ლინდბერგის ოჯახში. მოგვიანებით შენინის დედა ცოლად გაჰყვა რენდი გოლდშტეინს.[1][2] შენინ სოსამონი არის ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიური, გერმანული, ფრანგული, ფილიპინური და ჰავაიური წარმოშობის.[3] გაიზარდა ნევადის შტატის ქალაქ რენოში, სადაც ესწრებოდა გალენის საშუალო სკოლას, რომლის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში, რათა გაეგრძელებინა მოცეკვავის კარიერა. ლოს-ანჯელესში მუშაობა დაიწყო როგორც დი-ჯეიმ.

კარიერის დასაწყისში მოდელად მუშაობდა, იღებდა სარეკლამო რგოლებში. წარმატებას კინოში მიაღწია 2001 წელს, როდესაც ჰით ლეჯერთან ითამაშა ფილმში „რაინდის ისტორია“. მომდევნო წელს ითამაშა რომანტიკულ ფილმში „40 დღე 40 ღამე“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ჯოშ ჰარტნეტი. ფილმმა შერეული აღიარება მიიღო, ამასთანავე ჰქონდა მნიშვნელოვანი შემოსავალი. სოსამონმა და ლეჯერმა ხელმეორედ თავი მოიყარეს ფილმში „ცოდვების მშთანთქმელი“, რომელიც გამოვიდა 2003 წლის ბოლოს. კინოკრიტიკოსებმა ფილმი უარყოფითად შეაფასეს, ამასთანავე განიცადა ფინანსური წარუმატებლობა. შემდეგ წლებში სოსამონი დაორსულდა და გარკვეული დროით კინოს ჩამოშორდა.

კინოში დაბრუნდა 2005 წელს, სადაც როლი მიიღო მცირებიუჯეტიან ფილმში „სულების დამპყრობელი“. 2006 წელს კეით უინსლეტთან, ჯეკ ბლეკთან, კამერონ დიასთან, ჯუდ ლოუსთან და ნენსი მეიერსთან ერთად ითამაშა რომანტიკულ კომედიაში „შვებულება გადაცვლით“. 2008 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „ერთი უპასუხო ზარი“, რომელიც წარმოადგენს ამავე სახელწოდების იაპონური საშინელაბათა ფილმის რემეიკს. 2010 წელს ითამაშა ფილმში „გზა არსად“, რომლის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.[4] კინოკრიტიკოსებმა სოსამონის შემოქმედებას მაღალი შეფასება მისცეს.

შენინ სოსამონი ერთ დროს ურთიერთობაში იმყოფებოდა დალას კლეიტონთან, რომლისგანაც შვილი შეეძინა.[5] 2011 წლის 9 სექტემბერს, სოსამონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი ელოდება მეორე შვილს.[6]

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

ფილმი
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
2001 რაინდის ისტორია ჯოსელინი ახალგაზრდა ჰოლივუდის ჯილდო ნომინაციაში მსახიობის გარღვევა
ნომინაცია — MTV-ის კინოჯილდო წლის საუკეთესო გარღვევა
ნომინაცია — MTV-ის კინოჯილდო საუკეთესო კოცნა ჰით ლეჯერთან ერთად
ნომინაცია — MTV Movie Award ჰით ლეჯერთან ერთად
ნომინაცია — Teen Choice Award
ნომინაცია — Teen Choice Award ჰით ლეჯერთან ერთად
2002 40 დღე 40 ღამე ერიკა სატონი ნომინაცია — Teen Choice Award ჯოშ ჰარტნეტთან ერთად
2002 სექსის წესები ლორენ ჰაინდი
2003 ცოდვების მშთანთქმელი მარა სინკლერი
2005 სულების მშთანთქველი მარისოლი Direct-to-video
2005 მოჩვენებებზე ნადირობა ტეილორ სპენსერი
2005 ვერ გიტან ჯო მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2005 ორეული მელანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი
2005 ამოუცნობი ჯოზი
2005 კოცნა გავარდნაზე გოგონა ვარდისფერ თმებში
2006 თვითმკვლელები:სიყვარულის ამბავი მიკალი
2006 შვებულება გადაცვლით მეგი
2007 კატაკომბები ვიქტორია
2008 ერთი უპასუხო ზარი ბეთ რეიმონდი ნომინაცია — Teen Choice Award
2009 მხიარული ცხოვრება კრექთაუნში კონსეტა
2010 ოჯახური ქორწილი ეშლი
2010 მძიმე კლერი
2010 გზა არსად
2011 დღე შანონი
2011 ადამიანი თავის გარეშე ჰაზელი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


სქოლიო[რედაქტირება]