შენბრუნის ზავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შენბრუნის ზავი, ვენის საზავო ხელშეკრულება — დაიდო ავსტრია-საფრანგეთის ომის შემდეგ შენბრუნის სასახლეში 1809 წლის 14 ოქტომბერს. შენბრუნის ზავით ავსტრიამ მნიშვნელოვანი ტერიტორია დაუთმო საფრანგეთს, რუსეთს და ბავარიას, იკისრა ვალდებულება შეერთებოდა კონტინენტურ ბლოკადას, გაეწყვიტა ურთიერთობა ინგლისთან და ეღიარებინა ყველა ცვლილება, რომელსაც მოახდენდა ნაპოლეონ I ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიის სახელმწიფოებში. ავსტრიის არმიის შემადგენლობა 150 ათას კაცამდე შემცირდა, მასვე დაეკისრა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. ნაპოლეონ I -მა იკისრა ავსტრიის დანარჩენი ტერიტორიების ხელშეუხებლობის გარანტია. შენბრუნის ზავი გაუქმდა ვენის კონგრესის (1814-1815 წწ.) გადაწყვეტილებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]