ყორნისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყორნისებრნი
Corvus corone corone
Corvus corone corone
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ბეღურასნაირნი
ოჯახი: ყორნისებრნი
ლათინური სახელი
Corvidae
არეალი
Corvidae.png

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ყორნისებრნი (ლათ. Corvidae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. მოიცავს ზომით (სხეულის მასა 50 გ - 1,5 კგ) და გარეგნობით ძლიერ განსხვავებულ 32 გვარის 105 სახეობას. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში (გარდა ანტარქტიკისა, ახალი ზელანდიისა და ზოგი ოკეანური კუნძულისა). ბინადრობენ ტყეებში, ველებზე, უდაბნოებსა და მთებში, ანთროპომორფულ ლანდშაფტში. მონოგამები არიან. ბუდეს იკეთებენ ხეზე, ბუჩქზე, კლდეზე, შენობის სახურავზე. დებენ 3-8 კვერცხს. პოლიფაგები არიან. საქართველოში ბინადრობს 8 სახეობა (ჩხიკვი, კაჭკაჭი, წითელნისკარტა და ყვითელნისკარტა მაღრანი, ჭკა, ჭილყვავი, რუხი ყვავი, ყორანი). 1 კი (შავი ყვავი) იშვიათად გვხვდება მიმოფრენისას.

ლიტერატურა[რედაქტირება]