კაჭკაჭი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კაჭკაჭი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Pica pica | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
|
კაჭკაჭი (Pica pica), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა ყორნისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 45-48 სმ აღწევს, მასა 250 გრამს. ფერად შავ-თეთრია; აქვს გრძელი, საფეხურისებრი ბოლო. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ყოფილ სსრკ-ში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება კაჭკაჭის ქვესახეობა აღმოსავლეთევროპული კაჭკაჭი (Pica pica fennorum). აღმოსავლეთ საქართველოში იგი მობინადრეა, დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილას — მოზამთრე. ბინადრობს ბუჩქნარებსა და ტყისპირებში, ჭალებში. ბუდეს იკეთებს ხეზე. იკვებება მცენარეული და ცხოველური საკვებით. ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც ერთგვარი სარგებლობა მოაქვს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 5, გვ. 446, თბ., 1980