თურქული ყავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თუქრული ყავა სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში

თურქული ყავა (ასევე ნალექიანი ყავა) — ყავის მომზადების მეთოდი წვრილად დაფქული ყავის მარცვლების მოხარშვით, ხშირად შაქართან ერთად და მცირე ზომის ფინჯანით მირთმევით. სახელი მიუთითებს მომზადების წესზე და არა მარცვლის წარმომავლობაზე, ვინაიდან ყავის მარცვლის სპეციალური თურქული სახეობა არ არსებობს. მომზადების ეს წესი გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდ. აფრიკასა და ბალკანეთის ქვეყნებში, აგრეთვე ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. თუმცა ყოველ რეგიონში მას საკუთარი სახელით მოიხსენიებენ (მაგ. სომხური ყავა, ბერძნული ყავა ან არაბული ყავა იგივე მეთოდით მომზადებულ ყავას ქვია). თუმცა ზოგადად ამგვარ ყავას ”თურქულს” უწოდებენ, ვინაიდან პირველი ყავახანები სწორედ ოსმალეთის იმპერიაში გაჩნდა.

თუქრული ყავის ნალექს ხშირად მკითხაობის მიზნითაც იყენებენ.