საპონინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საპონინები (ლათ. sapo, ნათ. ბრ. saponis — საპონი) — რთული ორგანული უაზოტო ნაერთები მცენარეული გლიკოზიდების ჯგუფისა. ფერმენტული ან მჟავური ჰიდროლიზის დროს საპონინები იძლევა მონოსაქარიდებს და აგლიკონს (საპოგენინი). საპონინები ზოგჯერ ურონის მჟავებსაც შეიცავს. საპონინებს ძირითადად შეიცავენ მცენარეები (ვარდისებრთა, მიხაკისებრთა და სხვა ოჯახები) და ზოგი ზღვის ცხოველი (ზღვის ვარსკვლავა, ჰოლოთურია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]