ფრანცის ბუხჰოლცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანცის ბუხჰოლცი
Buchholz.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 19 თებერვალი, 1954
წარმოშობა ჰანოვერი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი მძიმე როკი,
მძიმე მეტალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას გიტარა
აქტიური 1973-დან დღემდე
ასოციაციები Scorpions

ფრანცის ბუხჰოლცი (Francis Buchholz, დ. 19 თებერვალი, 1954) არის გერმანელი ბას გიტარისტი, რომელმაც სახელი გაითქვა გერმანულ როკ ჯგუფ, Scorpions-ში მოღვაწეობით.

კარიერა[რედაქტირება]

ბუხჰოლცი ბავშვობიდანვე უსმენდა როკ მუსიკას. პირველად იგი, როდესაც იყო 15 წლის გამოჩნდა, როგორც ბას გიტარისტი უმაღლეს სასწავლებლის როკ ბენდში. ამის შემდეგ იგი უკრავდა სხვადასხვა როკ, ბლუზ და ჯაზ ბენდებთან ერთად თავის ქალაქში. 1973 წელს, იგი მიიწვიეს ჯგუფ სკორპიონსში.

როგორც სკორპიონსის ბას გიტარისტმა, მან მიაღწია წარმატებას აშშ-ში, კანადაში, იაპონიაში, მეხიკოში, ბრაზილიაში და მთლიანად ევროპის ქვეყნებში.

1992 წელს, ბუხჰოლცმა დატოვა სკორპიონსი. მოგვიანებით მან დაწერა წიგნი „Bass Magic“ ("ბასის ჯადოქარი") სკორპიონსში მისი მოღვაწეობის შესახებ