Sting in the Tail

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sting in the Tail
ალბომის Sting in the Tail ყდა
Sting in the Tail
გამოცემის თარიღი 14 მარტი, 2010
იხილეთ ასევე გამოშვების ისტორია
ჩაწერის თარიღი 2009
ჟანრი მძიმე როკი,
მძიმე მეტალი
ხანგრძლივობა 44:20
ლეიბლი Sony Music Germany
New Door/UME (აშშ)
პროდიუსერი მიქაელ „ნორდ“ ანდერსონი,
მარტინ ჰანსენი
ქრონოლოგია: სკორპიონსი
Humanity: Hour I
(2007)
Sting in the Tail
(2010)
Comeblack (2011)


 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars[1]
Gears Of Rock 3/5 stars[2]
Sleaze Roxx 5/5 stars[3]
Metal Assault 9.5/10 stars[4]

Sting in the Tailგერმანული მძიმე მეტალ ჯგუფ სკორპიონსის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 2010 წლის 19 მარტს ევროპაში (14 მარტს საბერძნეთში[5]), ხოლო 23 მარტს ჩრდილო ამერიკაში.[6] ეს ალბომი განიხილება როგორც ჯგუფის მიერ შექმნილი უკანასკნელი სტუდიური ალბომი.[7]

ინტერვიუში Songfacts-ის საიტთან რუდოლფ შენკერმა განმარტა, თუ რას ისახავდა მიზნად მათი კლასიკური პერიოდის - 1980-იანი წლების ჟღერადობის განახლება. მისი განმარტებით:

ვიკიციტატა
„თუ 80-იანი წლების ალბომებიდან ამოვკრეფთ საუკეთესო სიმღერების ელემენტებს და ერთ ალბომში მოვათავსებთ, მივიღებთ ალბომს Sting in the Tail. ასე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცადეთ ხელახლა გამოგვეგონებინა სკორპიონსის 80-იანი წლების მუსიკის ჟღერადობა, იგივე დნმ-ის გამოყენებითა და თანამედროვე გადახრით, რათა დაგვემსგავსებინა იგი დღევანდელ მუსიკას.“

[8]

ალბომი შეიცავს დუეტს ფინელ სიმფონიური მეტალისა და კლასიკური მუსიკის შემსრულებელ, საოპერო მომღერალ ტარია ტურუნენთან სიმღერაში The Good Die Young.[9]

ალბომის თავდაპირველი სახელწოდება იყო Humanity: Hour II, მაგრამ საბოლოოდ, Sting in the Tail-ის სახელწოდებით გამოვიდა.

პირველივე კვირას აშშ-ში გაიყიდა 18 500 ეგზემპლარი, რამაც ალბომი 23-ე ადგილზე მოახვედრა ბილბორდ 200-ში. გერმანიაში ალბომის დებიუტი შედგა მეორე პოზიციაზე პირველივე კვირას, თუმცა მეორე კვირას გადაინაცვლა მესამეზე ადგილზე, საფრანგეთში ალბომმა - მეთექვსმეტე, ხოლო საბერძნეთში პირველი ადგილი დაიკავა.[10] ალბომმა მიაღწია მეორე ადგილს ბილბორდის როკ ჩარტებში.

სიმღერების სია[რედაქტირება]

# სახელწოდება ტექსტის ავტორ(ებ)ი მუსიკის ავტორ(ებ)ი ხანგრძლივობა
1. Raised on Rock   ჰანსენი, კლაუს მაინე ანდერსონი, ჰანსენი 3:57
2. Sting in the Tail   მაინე მაინე, რუდოლფ შენკერი 3:12
3. Slave Me   მაინე, მათიას იაბსი, ბაზილიანი შენკერი 2:44
4. The Good Die Young (დუეტი ტარია ტურუნენთან) მაინე შენკერი, კოლონოვიტსი 5:14
5. No Limit   მაინე, შენკერი, ბაზილიანი მაინე, შენკერი, ბაზილიანი 3:24
6. Rock Zone   მაინე მაინე, ანდერსონი, ჰანსენი 3:17
7. Lorelei   მაინე, ბაზილიანი, თომანდერი, უიკსტორმი შენკერი, თომანდერი, უიკსტორმი 4:31
8. Turn You On   მაინე შენკერი, ანდერსონი, ჰანსენი 4:25
9. Let's Rock   მაინე, ბაზილიანი შენკერი, მაინე, ბაზილიანი 3:22
10. Sly   მაინე მაინე, შენკერი 5:15
11. Spirit of Rock   მაინე, შენკერი, ბაზილიანი შენკერი, ბაზილიანი 3:43
12. The Best Is Yet to Come   შენკერი, ბაზილიანი, თომანდერი, უიკსტორმი ბაზილიანი, თომანდერი, უიკსტორმი 4:34
13. Thunder and Lightning (ბონუს ტრეკი იაპონურ გამოცემაში) მაინე შენკერი, მაინე, კოლონოვიტსი  

პოზიცია ჩარტებში და სერტიფიკაცია[რედაქტირება]

ქვეყანა პიკური პოზიცია
ჩარტში (2010)
სერტიფიკაცია[11]
საბერძნეთი 1
გერმანია[12] 2 ოქრო
კორეა 2
ჩეხეთი 3
შვეიცარია 6
ავსტრია 6
რუსეთი 6
ფინეთი 6
იაპონია 6
არაბთა გაერთიანებული საამიროები 7
ევროპა 7
შვედეთი 14
მსოფლიო 14
საფრანგეთი 16
ბულგარეთი 19
პორტუგალია 21
კანადა 22 ოქრო
აშშ (RIAA) 23
ბრაზილია 27
ესპანეთი 30
მექსიკა 33
იტალია 39
პოლონეთი 41
ბელგია 45
ჰოლანდია 71
ინგლისი 96

პერსონალი[რედაქტირება]

სკორპიონსი[რედაქტირება]

დამატებითი პერსონალი[რედაქტირება]

გამოშვების ისტორია[რედაქტირება]

რეგიონი თარიღი
საბერძნეთი 14 მარტი, 2010
გერმანია 19 მარტი, 2010
გაერთიანებული სამეფო 22 მარტი, 2010
აშშ 23 მარტი, 2010
ბრაზილია 15 აპრილი, 2010
იაპონია 22 აპრილი, 2010

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sting_in_the_Tail&oldid=2516824“-დან