ფრანსისკო დე სურბარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსისკო დე სურბარანი
დაიბადა 7 ნოემბერი, 1598(1598-11-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბადების ადგილი ფუენტე-დე-კანტოსი[10] [8] [9]
გარდაიცვალა 27 აგვისტო, 1664(1664-08-27)[11] [12] [1] [2] [3] [4] [5] [6] [13] [7] (65 წლის)
გარდაცვალების ადგილი მადრიდი[7] [8] [9]
ჟანრი ნატურმორტი[8] , რელიგიური ფერწერა[7] [8] , პორტრეტი[8] , ისტორიული ფერწერა[8] , საჟანრო ფერწერა[8] და მითოლოგიური ფერწერა[8]

ფრანსისკო დე სურბარანი (ესპ. Francisco de Zurbarán; დ. 7 ნოემბერი, 1598 — გ. 27 აგვისტო, 1664) — ესპანელი მხატვარი. ფერწერის სევილიური სკოლის წარმომადგენელი.

იგი ცნობილია, როგორც რელიგიური მხატვარი, მის ნამუშევრებში მრავლადაა რელიგიური სცენები, იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნამუშევრებიც. სურბარანს ხშირად მოიხსენიებენ ესპანელ კარავაჯოდ.[14]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა სევილიაში პედრო დიას დე ვილიანუევასთან (ესპ. Pedro Díaz de Villanueva). ცხოვრობდა და მუშაობდა ლიერენაში (ბადახოსი, 1617–28). 1628 წლიდან სევილიაში მოღვაწეობს. ძირითადად ქმნიდა კომპოზიციებს წმინდანთა ცხოვრებაზე („წმ. ბონავენტურას ლოცვა პაპ გრიგოლ X-ის არჩევისას“, სურათების გალერეა, დრეზდენი). მის ადრინდელ ნამუშევრებში შეიმჩნევა კარავაჯოს გავლენა (წმ. პეტრეს ტაძრის კაპელის რეტაბლო, სევილია, 1625).

შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში (1630–40-იანი წწ.) ქმნიდა მკაცრ და მონუმენტურ სურათებს. 1650-იანი წწ. ნამუშევრები გამოირჩევა ემოციური დაძაბულობით („ჯვარცმა“, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი).

რელიგიურ კომპოზიციებს გარდა ქმნიდა აგრეთვე მითოლოგიურ სცენებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 SNAC — 2010.
  2. 2.0 2.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  3. 3.0 3.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  4. 4.0 4.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. 5.0 5.1 Diccionario biográfico españolReal Academia de la Historia, 2011.
  6. 6.0 6.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Encyclopædia Britannica
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 RKDartists
  9. 9.0 9.1 9.2 The Fine Art Archive
  10. https://www.nga.gov/collection/artist-info.1993.html
  11. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  12. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  13. The Fine Art Archive — 2003.
  14. Saint Luke as a Painter before Christ on the Cross. დაარქივებული 2016-03-31 საიტზე Wayback Machine. Humanities Web. დაარქივებულია 30 სექტემბერი, 2007.