ფორტ-ჟესუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორტ-ჟესუსი, მომბასა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
Fort JesusMombasa.jpg
ქვეყანა კენიის დროშა კენია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 4°03′46″ ს. გ. 39°40′47″ ა. გ. / 4.06278° ს. გ. 39.67972° ა. გ. / -4.06278; 39.67972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1295
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1295
რუს.ინგლ.ფრ.

ფორტ-ჟესუსი — პორტუგალიური საფორტიფიკაციო ნაგებობა კენიაში, მდებარეობს კუნძულ მომბასაზე, ქალაქ მომბასას სიახლოვეს და აშენებულია მისი დაცვის მიზნით. აგებულია 1593 წელს, ესპანეთისა და პორტუგალიის გაერთიანებული სამეფოს მმართველის, ფილიპეს ბრძანებით (ესპანეთის მეფე ფილიპე II). 2011 წელს ის იუნესკომ მსფოლიო მემკვიდრეობის ძეგლთა საიში შეიტანა, როგორც XVI საუკუნის პორტუგალიური სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობის თვალსაჩინო ნიმუში.[1]

ნაგებობა 1958 გაფორმდა ისტორიულ მონუმენტად, ამჟამად კი მასში მუზეუმია გახსნილი.

ციხესიმაგრე დააპროექტა მილანელმა არქიტექტორმა ჯოვანი ბატისტა კაირატიმ, რომელიც პორტუგალიის აღმოსავლეთის სამფლობელოების მთავარი არქიტექტორი იყო. ის იყო ევროპის ფარგლებს გარეთ აგებული ევროპული სტილის პირველი ციხესიმაგრე, რომელიც ზარბაზნების ცეცხლისგან თავდაცვის გათავლისწინებით დაპროექტდა.[2] პორტუგალიური სამხედრო არქიტექტურის ეს საუკეთესო ნიმუში რამდენიმეჯერ შეცვალეს ომანელმა არაბებმა და ბრიტანელებმა.[3] ციხესიმაგრემ სულ მალე შეიძინა სასიცოცხლო მნიშვნელობა მათთვის, ვისაც სურდა კუნძულ მომბასასა და მიმდებარე სავაჭრო არეალების კონტროლი. როდესაც ბრიტანელებმა კენიის კოლონიზაცია მოახდინეს, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, ასე გრძელდებოდა 1958 წლამდე, სანამ მას ამჯერად ისტორიულ მონუმენტად გააფორმებდნენ. 1958 - 1971 წლებში მონუმენტზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ჯეიმზ კირკმენი.[3]

დღეისათვის პორტ-ხესუსი ადგილობრივ და უცხოელ ტურისთთა შორის პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://whc.unesco.org/en/list/1295
  2. Gilbert, Erik, and Jonathan T. Reynolds. Africa in World History: From Prehistory to Present. New Jersey: Pearson Education, 2008, გვ. 225
  3. 3.0 3.1 Kirkman, J. 1974. Fort Jesus: A Portuguese Fortress on the East African Coast Clarendon Press: Oxford