ლამუ (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლამუ
Lamu
Lamu coast.jpg
ქვეყანა კენიის დროშა კენია
პროვინცია სანაპირო
კოორდინატები 02°16′ ს. გ. 40°55′ ა. გ. / 2.267° ს. გ. 40.917° ა. გ. / -2.267; 40.917
მოსახლეობა 26 000 კაცი (1999)
დროის სარტყელი UTC+3

ლამუ (ქალაქი) მდებარეობა კენია

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1055
რუს.ინგლ.ფრ.

ლამუ (ინგლ. Lamu) — ქალაქი კენიის აღმოსავლეთ ნაწილში, კუნძულ ლამუზე (ლამუს არქიპელაგის ნაწილი). მოსახლეობა 1999 წლის მონაცემებით შეადგენდა 26,000 ადამიანს. მდებარეობს სანაპირო პროვინციაში და ასევე ლამუს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

2001 წელს ქალაქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.

ისტორია[რედაქტირება]

ლამუ, კენიის უძველესი მოქმედი ქალაქი, ერთ-ერთი საწყისი სუაჰილის დასახლებათაგანი იყო აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე. არსებობს გადმოცემა, რომ 1415 წელს ჩინელი მოგზაური ჩჟენ ჰეს ფლოტის გემებმა ლამუს კუნძულთან კატასტროფა განიცადა. გადარჩენილი მეზღვაურები კუნძულზე დაფუძნდნენ და ადგილობრივი ქალები შეირთეს. თუმცა ამ ისტორიის ავთენტურობა სადაოა.

ლამუს პორტი სულ მცირე ათასი წელი არსებობდა. ქალაქი პირველად წერილობით აღწერა არაბმა მოგზაურმა აბუ-ალ-მაჰასინიმ, რომელიც 1441 წელს ლამუდან მექაში ჩამოსულ ვექილს შეხვდა.

ქალაქის ისტორიის ღირსშესანიშნავ მოვლენათა შორის იყო 1506 წელს პორტუგალიელთა შემოჭრა და დაახლ. 1813 წელს შელის ბრძოლის შემდეგ ომანის გავლენაში მოხვედრა. პორტუგალიელთა შემოჭრა განაპირობა კუნძულის მოსახლეობის წარმატებამ ინდოეთის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ვაჭრობის მართვაში. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პორტუგალია მონოპოლიას ფლობდა გემთა მიმოსვლაზე აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე და ექსპორტის გადასახადი ჰქონდა დაწესებული მანამდე არსებულ კომერციის არხებზე. 1580-იან წლებში ლამუელები პორტუგალიელებს აუჯანყდნენ, რასაც ხელი თურქების შემოსევებმაც შეუწყო. 1652 წელს ლამუელებმა ომანის მხადაჭერით პორტუგალიელების გავლენას თავი დააღწიეს. ამ პერიოდიდან ომანის პროტექციის ქვეშ მყოფი ლამუსთვის ოქროს ხანა დაიწყო. ლამუ რეგიონში პოეზიის, პოლიტიკის, ხელოვნებისა და ხელოსნობის, ასევე ვაჭრობის ცენტრი გახდა.

ამჟამად ლამუ პოპულარული ადგილია აუთენტური გამოცდილების მაძიებელი ტურისტებისთვის. ქალაქს მაქსიმალურად აქვს შენახული ისტორიული ერი. ვიწრო ქუჩებში ტვირთის გადატანის ერთადერთი საშუალება სახედარია. მოტორიზებული ტრანსპორტის ძირითადი საშუალება მცირე ზომის კატარღებია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: