ფორეჯი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორეჯი
Shipzaur.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ოჯახი: ზუთხისებრნი
ლათინური სახელი
Acipenser nudiventris

ფორეჯი (ლათ. Acipenser nudiventris) — გამსვლელი თევზი ზუთხისებრთა ოჯახისა. მისი სხეული სიგრძე 2 მ-მდეა, მასა — 30 კგ-მდე. გავრცელებულია კასპიის, აზოვის, არალისა და შავი ზღვის აუზში. შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში გვხვდება მცირე რაოდენობით. აკლიმატიზებულია ბალხაშის ტბაში. ქვირითს ყრის მდინარეში. ძვირფასი სარეწაო თევზია — ამზადებენ დოშს, ზურგიელს, შავ ხიზილალას. იკვებება თევზებით, მოლუსკებით. მამალი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-9 წლისა, დედალი — 12-14 წლისა. საქართველოს წყლებში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ცოცხლობს 30 წელს და მეტს.

ლიტერატურა[რედაქტირება]