100-მდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, აგრეთვე ევრაზიასა და აფრიკაში. საქართველოში დაახლოებით 20 სახეობაა გავრცელებული. იზრდება მშრალ და კლდოვან ადგილებზე, იშვიათად არიდულ მეჩხერ ტყეში და ზღვისპირა ქვიშაზე. სუბალპურ მდელოებზე, ფართოდაა გავრცელებული ცისფერყვავილიანი კავკასიური ცის ფოლიო (ლათ.Scabiosa caucasica); იგი ნაირბალახოვანი მდელოების ერთ-ერთი კომპონენტია. დეკორატიულია. ფოლიოს თითქმის ყველა სახეობა თაფლოვანია.