გოქშოსებრნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გოქშოსებრნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Dipsacaceae | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
გოქშოსებრნი (Dipsacaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. აქვთ მოპირისპირედ განლაგებული უთანაფოთლო ფოთლები, თავაკისებრ ყვავილედებად შეკრებილი, საბურვლით გარშემოხვეული წვრილი ყვავილები, თესლურა ნაყოფი. ოჯახში 8-10 გვარი და 250-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში, იშვიათად აღმოსავლეთ აზიაში და აღმოსავლეთ აფრიკის მთებში. კავკასიაში — 7 გვარი და 70 სახეობაა, საქართველოში — 7 გვარი და 38 სახეობა. მნიშვნელოვანი გვარებია, ფოლიო, გოქშო და სხვა. ზოგიერთ სახეობას იყენებენ დეკორატიული მიზნით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 238, თბ., 1978