ფოთის ნავსადგური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფოთის ნავსადგური
POTI.JPG
ფოთის ნავსადგურის აკვატორია
ადგილმდებარეობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადგილმდებარეობა ფოთი
კოორდინატები 42°09′12″ ჩ. გ. 41°39′37″ ა. გ. / 42.15333° ჩ. გ. 41.66028° ა. გ. / 42.15333; 41.66028
ინფორმაცია
გაიხსნა 1905 წელს
მფლობელი APM Terminals (ფლოფს ნავსადგურის 80%-ს)[1]
საერთო ფართობი 49 ჰა
ნავმისადგომები 14
გენერალური დირექტორი სპინ დევიდსენი[2]

საიტი
potiseaport.com
ფოთის ნავსადგურის სამმართველო
ფოთის ნავსადგური
ფოთის პორტის აკვატორია პანორამა

ფოთის ნავსადგურისაქართველოს პირველი ნავსადგური შავ ზღვაზე, მდინარე რიონის შესართავთან. შენდებოდა 1889-1905 წლებში ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. ნავსადგური არსებობას ფოთის საპორტო ქალაქად გამოცხადებიდან იწყებს. ფოთის ნავსადგური ერთ-ერთ მთავარ კვანძს წარმოადგენს ტრასეკასა და სატრანზიტო დერეფნისათვის, რომელიც მოკლე გზით აკავშირებს ევროპას კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. თავისი გეოგრაფიული და ეკონომიკური თვალსაზრისით ის ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს.

განლაგებულია ქალაქის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის დელტაში ჩრდილოეთ ტოტსა და ნარიონალს შორის, ნაწილობრივ ნაბადის და კუნძულის მიკრორაიონების ტერიტორიაზე. ის განლაგებულია 49 ჰა ფართობზე.

ისტორია[რედაქტირება]

რიონის შესართავთან ნავსადგურის მშენებლობის აუცილებლობაზე, ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ამახვილებდნენ ყურადღებას. 1804 წელს კი ფოთის პორტის მშენებლობის შესახებ საუბარი ოფიციალურად დაიწყო. 1828-1829 წლებში სპეციალისტები რიონის შესართავთან არსებული მიდამოების გამოკვლევას შეუდგნენ. სამხედრო ინჟინერმა ჩადაევმა, შემდეგ კი გენერალ-მაიორმა პოტიემ შეადგინეს ფოთის ნავსადგურისა და შავიდან კასპიის ზღვამდე სამდინარო მიმოსვლის პირველი პროექტები, ხოლო 1860-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ნავსადგურის მშენებლობის საქმეს სამხედრო ინჟინრის ნ. შავროვის პროექტით. 1858 წელს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და სწორედ ამ დროიდან იწყება გარკვეული სამუშაოები ნავსადგურისა და შიდა აუზის შესაქმნელად. სამუშაოებს მაშინდელი სამხედრო სამინისტრო აწარმოებდა.

1889 წელს ფოთის ნავსადგურის მშენებლობის ახალი ეტაპი იწყება. პროექტი სამხედრო სამინისტროდან გზათა მიმოსვლის სამინისტროს განკარგულებაში გადავიდა. ამავე წლის ოქტომბერში პოლკოვნიკმა მეიერმა ფოთის ნავსადგურის გადაკეთებისა და გაფართოების ახალი, გაშლილი პროექტი წარადგინა, ხოლო მოგვიანებით ნავსადგურის მოწყობის განსხვავებული გეგმა კომერციული ნავსადგურების მომწყობი კომისიის უფროსმა ინჟინერმა, პროფესორმა ნ. ვოზნესენსკიმ შეიმუშავა. სწორედ ვოზნესენსკისეული პროექტის ხორცშესხმასა და პრაქტიკულად განხორციელებას შეუდგა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე.

1899 წელს მისი ძალისხმევით აღნიშნული პროექტი საბოლოოდ დამტკიცდა და დაიწყო მშენებლობა. ასევე ნიკოლაძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1901 წელს დაიწყო ნავსადგურის ძირითადი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც 1905-1907 წლებში დასრულდა. თუმცა ნიკოლაძის დროიდან მოყოლებული ნავსადგურის რეკონსტრუქცია დღემდე გრძელდება.

ნავსადგური[რედაქტირება]

ფოთის ნავსადგური მთელი წლის განმავლობაში მუშაობს. ამჟამად ნავსადგურის მფლობელობაში არის ტვირთის ტრანსპორტირების კომპლექსი, რომელიც 14 ნავმისადგომისგან შედგება და 2650 მეტრი სიგრძისაა. 11 ნავმისადგომი აღჭურვილია 6-40 ტონაზე გათვლილი პორტატული ამწეებით. ტვირთის ტრანსპორტირებისათვის საჭირო პირობები მორგებულია ყველანაირი ტვირთის და თხევადი პროდუქტის გადასაზიდად. ტვირთბრუნვა ფოთის პორტში მუდმივად იზრდება. 7 ტერმინალი გრძელვადიანი იჯარით არის გაცემული. ხოლო მე-15 ნავმისადგომი ფოთის საპორტო ელევატორს ეკუთვნის (რომელიც გაჩერებულია).

ფოთის პორტი უკავშირდება ილიჩევსკის (უკრაინა), ვარნის (ბულგარეთი) და კავკაზი (რუსეთი) პორტებს პირდაპირი საბორნე სარკინიგზო ხაზით და ნოვოროსიისკს (რუსეთი), ბურგასს (ბულგარეთი) და რიზეს (თურქეთი) პორტებს პირდაპირი საავტომობილო საბორნე გადასასვლელებით და უზრუნველყოფს დიდი მოცულობის ტვირთბრუნვას.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ექსტენსიური განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. ნავსადგურის სამხრეთ მოლოს რეაბილიტაციისათვის ჰოლანდიის მთავრობის, ევროგაერთიანებისა და შავი ზღვის ბანკის მიერ გამოყოფილია თანხა — 26 მლნ. ევრო გრანტის სახით. აგრეთვე მიმდინარეობს მუშაობა ნავსადგურის ექსტენსიური განვითარების ზონაში ქარის გენერატორების დასამონტაჟებლად.

დღეს ნავსადგური აღჭურვილია ყოველგვარი თანამედროვე ტექნიკით და შეესაბამება ევროპის სტანდარტებს. აქ ფუნქციონირებს ღია და დახურული სასაწყობე მურნეობები, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლის გზები, გამანაწილებელი ქვესადგური და სხვა ინფრასტრუქტურული დამხმარე ნაგებობები.

გააჩნია რვა გადამტვირთავი კომპლექსი, რომლებიც განთავსებულია „ჩრდილოეთ ნავსადგურისა“ და „შიდა აუზის“ 15 ნავმისადგომზე, ასევე ფუნქციონირებს სამგზავრო კომპლექსი და ნავსადგურის ფლოტისა და თევზჭერის ფლოტის ნავმისადგომები. ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქვს ყველა პირობა, რათა დააკმაყოფილოს კლიენტების სხვადასხვა მოთხოვნები ტვირთებთან და მგზავრობასთან დაკავშირებით.

2003 წლის 26 აგვისტოს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ მიიღო ახალი ვერსიის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის „ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2000“ (გემების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა, ტვირთების შენახვა, ნავსადგურში გემების მომსახურება, გემის ეკიპაჟისა და ნავსადგურში მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა). საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისად 2006 წლის 3 ოქტომბერს გაიცა ახალი სერტიფიკატი №06.438026. ISO სერტიფიკატთან ერთად ნავსადგურს გადაეცა შესაბამისობის სერტიფიკატი IQNET (მსოფლიოში აღიარებული სასერტიფიკაციო ქსელი), რაც აამაღლებს ფოთის ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას და განამტკიცებს მის მდგომარეობას საერთაშორისო ბაზარზე. ნავსადგური ყოველ ექვს თვეში, გარე საინსპექციო შემოწმების დროს, ადასტურებს სერტიფიკატის მოთხოვნების შესაბამისობას.

სტანდარტს გააჩნია შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორები: იმ მომხმარებლის მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რომლებიც ითხოვენ აღნიშნულ სტანდარტს; ევროკავშირის ბაზარზე გასვლა, პრესტიჟის, იმიჯის და კომპანიის ღირებულების ამაღლება; კონკურენტუნარიანობა შიდა და გარე ბაზრებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]