ფინიკიური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფინიკიური ენა — ჩრდილოეთ–დასავლეთ სემიტური ენა. განეკუთვნება ქანაანურ ენათა ჯგუფს. მასზე მეტყველებდნენ ფინიკიელები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ფინიკიასა(ახლანდელი ლიბანის ტერიტორია) და მის კოლონიებში(კვიპროსი, სიცილია, სარდინია, ჩრდ. აფრიკა). ფინიკიური ენის ძეგლები ძირითადად წარწერებია, რომლებიც ძვ. წ. X–ახ. წ. II საუკუნეებშია შესრულებული. ფინიკიურ ენაში შეინიშნება დიალექტებიც:ბიბლოსის, სამალის, კვიპროსის. განსაკუთრებით აღსანიშნავია პუნიკური დიალექტი, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში, კართაგენსა და ხმელთაშუა ზღვის აუზში იყო გავრცელებული VIII საუკუნემდე. ფინიკიურ–პუნიკური ტექსტები გვხვდება ბერძნულ და ლათინურ ტრანსკრიფციითაც. ფინიკიურ ენაში 27 თანხმოვნური ფონემაა, სავარაუდოა მათ შორის ისეთი ბგერებიც, რომლებიც ფინიკიურ დამწერლობაში ცალკე ნიშნებით არ გადმოიცემოდა. დასტურდება გრძელი, მოკლე და ულტრამოკლე ხმოვნები, დამავალი დიფთონგების კონტრაქცია. სახელებს აქვს 2 სქესი — მამრობითი და მდედრობითი, 3 რიცხვი — მხოლობითი, ორობითი და მრავლობითი, 2 სტატუსი — განსაზღვრული და განუსაზღვრელი. ბრუნვები არ განირჩევა. სახელთან იხმარება განსაზღვრული არტიკლი. ზმნა იუღვლის ასპექტის მიხედვით, (პერფექტივი,იმპერფექტივი). ლექსიკა ახლოსაა ებრაულთან. გვხვდება ნასესხები სიტყვები ეგვიპტურიდან, აქადურიდან, არამეულიდან, ბერძნულიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]