ფილიპინების ხელოვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰაუ ნა ბატო-ესპანეთის კოლონიალიზმის პერიოდისათვის დამახასიათებელი ფილიპინური სახლი

ფილიპინების ხელოვნება — ხელოვნების უძველესი ძეგლები ფილიპინებზე გვიანდელი ნეოლითის ხანას(ძვ.წ. II-I ათასწლეული) მიეკუთვნება. ხალხური შემოქმედება მრავალფეროვანია. აეტის აბორიგენები მისდევდნენ ხეზე და ბამბუკზე კვეთას, მალაის ხალხები-კვეთასა და ფეიქრობას. მუსლიმი მოროს ხალხი-ხის და ლითონის დამუშავებას. ქრისტიანები-ქარგვას, წვნას, კვეთას და სხვ.

მანილას საკათედრო ტაძარი
მანილა
ყველაზე დიდი საეკლესიო ზარი აზიაში- პანაის ეკლესია
პანაის ეკლესიიკოშკი

ფილიპინელთა ტრადიციული საცხოვრებლები პალმის ტოტებისაგან გადახურული ხიმინჯებიანი სახლებია. კოლონიალიზმის პერიოდში გაშენდა ბაროკოსა და კლასიციზმის სტილის ქალაქები. სიმაგრეები, ეკლესიები, მონასტრები. ესპანური ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ფორმები შეხამებულია დეკორის ეროვნულ მოტივებთან. (მი-აგაოს ეკლესია ილოილოში პანაის კუნძულზე). ესპანელების ჩამოსვლამ 1571 წელს ფილიპინებზე ევროპული კოლონიური არქიტექტურა შეიტანა. მე -19 საუკუნის განმავლობაში მდიდარი ფილიპინელები ააშენებდნენ სახლებს, ქვის მყარი ფუნდამენტით, აგურის კედლებით, ხის იატაკით, და კრამიტის [1]სახურავებით. მე-19 საუკუნის მეორე ნახევვარში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქი მანილა აშენდა ამერიკული და დასავლეთ ევროპული არქიტექტურული სტილის მიბაძვით.[2] [3]შეიქმნა პატრიოტული ფერწერა, ხელოვნება, ქანდაკება. 1950-იანი წლებიდან დაიწყო მანილას მდიდრული კვარტლების განაშენიანება. მე-19 საუკუნის რეალისტური ხელოვნების ტრადიციბზე შექმნილ სკოლას ფერწერაში ხელმძღვანელობდა ფ. ამორსოლო. ფილიპინების თანამედროვე მხატვრები კ.ფრანსისკო, ვ. ედადესი, გ. ოკამპო და სხვ.). მოქანდაკეები (ნ.აბუევა, ე.კასტრილიო) თავის შემოქმედებაში ასახავდნენ ქვეყნის ისტორიას, ბუნებას, ადამიანების ყოფა-ცხოვრებას.[4][5]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების უნივერსიტეტის კამერული გუნდი „მადრიგალი“.

ფილიპინების მუსიკალური კულტურა არაერთგვაროვანია. სხვადასხვა კუნძულების ხალხების სიმღერებსა და ცეკვებში აისახა განსხვავებული რელიგიური თუ ეთნიკური ნიშნები. შედარებით ხელშეუხებელი დარჩა მთისა და მუსლიმი მოსახლეობის ფოლკლორი. არსებობს უძველესი რიტუალური, შრომითი და სხვ. ხალხური სიმღერები და ცეკვები. ხალხური საკრავებია: ბამბუკისა და ხის ფლეიტები, ლითონის გონგები, კუდიაპი, ვიოლინოები -გიტ-გიტი და ბანდური. მანდოლის ეროვნული ნაირსახეობა. პოპულარულია სიმებიანი ეროვნული ორკესტრი ე.წ.რონდალია.

მე-16 საუკუნემდე ფილიპინელების მუსიკა ძირითადად მალაიებისა და ინდოელების გავლენით ვითარდებოდა. მე-17-მე-18 საუკუნეებში გამოჩენილი კომპოზიტორები იყვნენ მ.ნ. სან აგუსტინი და ხ.დე ალფარო. მე-19 საუკუნიდან განვითარდა პროფესიული მუსიკა. საეკლესიო მუსიკას წერდა ფ. ადონაი. 1916 წელს უნივერსიტეტთან კონსერვატორია გაიხსნა. მოგვიანებით-მუსიკალური სკოლები და კოლეჯები. მანილა ფილიპინების მუსიკალური ცხოვრების ცენტრია. მისი მთავარი სამუსიკო ორგანიზაციაა ეროვნული ფილარმონიული საზოგადოება . (ხელმძღვანელი -დირიჟორი რ.რომერო). ჩამოყალიბდა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. 1956 წელს- „ბაიანიხანი“,1958 წელს „ფილიპინესკასი“, პოპულარობით სარგებლობდა ფილიპინების უნივერსიტეტის კამერული გუნდი „მადრიგალი“. მანილაში მუშაობს სიმფონიური ორკესტრი, პილიპინების კულტურის ცენტრის ორკესტრი, საკონცერტო (ფილარმონიული) ორკესტრი, ეროვნული სამუსიკო საბჭო, კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება, ხალხური სიმღერისა და ცეკვის კომისია, სამუსიკო პედაგოგების საზოგადოება და სხვა. გამოჩენილი ფილიპინელი კომპოზიტორები არიან: ხ. სილოსი, ხ. ესტელია, ა. მოლინა, ფ. ბუენკამინა, ფ. დე ლეონი, ხ. მასედა. ახალგაზრდებს შორის პოპულარულია როკ მუსიკა, Pinoy Pop, და განსაკუთრებით Pinoy hip hop რომელიც ამერიკული ჰიპ ჰოპის ჟანრია.[6]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპინების თეატრმა შეითვისა ჩინური, ინდური, ინდონეზიური თეატრების კულტურული ტრადიციები. უფრო მოგვიანებით-ესპანური და ამერიკული. ქვეყნის უძველესი თეატრალიზებული სანახაობები შედგებოდა კოლექტიური ანიმისტიური შელოცვებისაგან,რომლებსაც თან ახლდა რიტუალური ცეკვები ნიღბებით. ესპანეთის კოლონიზაციის დროს ჩამოყალიბდა პოპულარული სათავგადასავლო კომედიური ჟანრი მორო-მორო, რომელიც ასახავდა ესპანელი და ფილიპინელი ქრისტიანების ბრძოლას მუსლიმებთან. (1607 წელს დაიდგა ხ. პერესის პიესა „მეკობრეების ომი ფილიპინებზე“. მე-19 საუკუნის შუა ხანებში გავრცელდა სარსუელა (ესპანური ოპერის ჟანრი), რომელიც ფილიპინების მოყვარულთა თეატრების რეპერტუარის საფუძველი გახდა.

II მსოფლიო ომის (1939-1945) დაწყებამდე მხოლოდ მოყვარულთა დასი არსებობდა. ტაგალურ დრამატურგიაში, რომელიც ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის დასაწყისში მორო-მოროსა და სარსუელას ბაზაზე, ძირითადა ერთმოქმედებიანი პიესები იყო. 1914 წესლ მანილაში ამოქმედდა პირველი მოყვარულთა თეატრი ინგლისურ ენაზე „ლიტლ თეატრი“. ქვეყანაში მუშაობენ მოყვარულთა, სასწავლო, ნახევრად პროფესიული თეატრალური დასები. 972 წელს ჩამოყალიბდა მოძრავი საბავშვო თეატრი „ბატა ბატუტა.[7]

თანამედროვე ორიგინალურმა ფილიპინურმა პიესებმა გავლენა მოახდინეს ქვეყანაში თეატრისა და დრამატურგიის განვითარებაზე. რამაც ხელი შეუწყო თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ.[8]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919 წლს რეჟისორმა და მსახიობმა ხ. ნეპომუსენომ შექმნა ეროვნული კინოფირმა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში კინოფილმების წარმოებას. 1932 წელს გადაიღეს ხმოვანი ფილმი. იაპონიის ოკუპაციის დროს კინოწარმოება შეჩერდა ფირებისა და მოწყობილობების უქონლობის გამო. ქვეყნის განთავისუფლებისა და რესპუბლიკად გამოცხადების (1946) შემდეგ შეიქმნა სტუდია „პრემიერ პროდაქშენი“, რომლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო ს. სანტიაგო. 1952 წელს შეიქმნა ფილიპინების კინოხელოვნების აკადემია.[9]70 – იან 1980 – იან წლებში ქვეყანაში არსებული დიქტატურის გამო, ხელოვნება მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა. დააპატიმრეს რეჟისორები. ამ პერიოდში გადაღებული ცნობილი ფილმია ჰიმალა, რომელიც ეხება რელიგიური ფანატიზმის კონცეფციას.1990-იანი წლებიდან ადგილობრივი კინო განიცდის დასავლეთის გავლენას. [10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Noche, Manuel. "History of Phllipine Architecture". National Commission for Culture and the Arts. Archived from the original on May 28, 2014. Retrieved May 23,2014.
  2. Luengo, Pedro. Intramuros: Arquitectura en Manila, 1739–1762. Madrid: Fundacion Universitaria Española, 2012
  3. Noche, Manual. "History of Philippine Architecture"[მკვდარი ბმული]. ncca.gov.ph. Retrieved July 24, 2020.
  4. "The Philippine Islands, 1493–1803 — Volume 03 of 55 by Bourne, Blair, and Robertson". Retrieved April 6, 2018– via www.gutenberg.org.
  5. "History Of Philippine Painting".[მკვდარი ბმული] Wiziq.com. Retrieved August 1, 2013.
  6. "Music of the Philippines - Filipino Hip-Hop - Encyclopedia II | Global Oneness". Archived from the original on July 28, 2013.
  7. "Philippines". World Encyclopedia of Puppetry Arts. April 22, 2016. Retrieved July 25, 2020.
  8. The evolution of Philippine Theater| Solaire Resort & Casino". დაარქივებული 2020-10-22 საიტზე Wayback Machine. Solaire
  9. Anonymous. "History of Philippine Cinema". Philippine Journeys. Retrieved January 22, 2009.
  10. Ramoran-Malasig, Carol "Phillipines Cinema Is Growing Fast, And Is Moving Away From Typical Themes Of Poverty And Violence". Forbes