იდრისიდები
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იდრისიდები – არაბული დინასტია, განაგებდა ახლანდელი მაროკოს ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფოს VIII-X საუკუნეებში. იდრისიდების დინასტიისა და სახელმწიფოს დამაარსებელი იდრის იბნ აბდ ალ-ლაჰი, რომელიც ქვეყანას განაგებდა 788-792 წლებში, აბასიანებთან დამარცხების შემდეგ არაბეთიდან გაიქცა. 789 წელს დააარსა ქ. ფესი, რომელიც იდრისიდების სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა იდრის II-ის მმართველობის (792-828 წწ.) დროს. იდრის II-ის გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო დაიშალა საუფლისწულო სამთავროებად, რომლებიც მოსპეს კორდოვის სახალიფოს ჯარებმა 974 წელს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 79, თბ., 1980 წელი.