ფარერელები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარერელები
Faroese folk dance club from vagar.jpg
ფარერელები ეროვნულ ტანისამოსში
საერთო მოსახლეობა

80,000 - 90,000

რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ფარერის  კუნძულები ფარერის კუნძულები ~45,000
დროშა: დანია დანია 21,687
დროშა: ნორვეგია ნორვეგია 1,981
ისლანდიის დროშა ისლანდია 500
ენები
ფარერული, დანიური
რელიგიები
ლუთერანობა, სკანდინავიური პაგანიზმი (- 1000), კათოლიციზმი (1000 ~ 1538),

ფარერელები (ფარერულად Føroyingar) — ხალხი ჩრდილოეთ ევროპაში, ფარერების კუნძულების მკვიდრი მოსახლეობა სკანდინავიური და ბრიტანული წარმოშობით. დაახლოებით 21 ათასი ფარერელი მეზობელ ქვეყნებში დანიაში, ისლანდიასა და ნორვეგიაში ცხოვრობს.

წარმოშობა[რედაქტირება]

ვიკინგების მიერ ფარერების ათვისება მე-9 საუკუნეში დაიწყო. ამ პერიოდის შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი, ეს საკითხი, მეტწილად, სპეკულაციის საგნად არის ქცეული. ერთადერთი წყარო, რომელიც ადრეული დასახლების შესახებ შეიცავს ინფორმაციას, არის ისლანდიური საგა Færeyinga Saga. საგა დაწერილია დაახლოებით 1200 წელს და 300 წლით ადრინდელ ამბებს ეხება. მონათხრობიდან ირკვევა, რომ ფარერებზე მოსახლეობა ნორვეგიელი მეფეების უნიფიკაციის პოლტიკის შედეგია; გარდა ფარერებისა, მოსახლეობა იმხანად მრავალ უკაცრიელ ადგილზეც გაჩენილა, დასავლეთში მდებარე მიწებზე, რომელთა შესახებ მანამდე არავინ არაფერი იცოდა.

Færeyinga Saga-ს დასაწყისიდანვე ისტორიკოსები არკვევენ, რომ ვიკინგი გრიმურ კამბანი კუნძულების პირველი მოსახლე იყო. ნორვეგიელებს, რომელთაც დასავლეთით გასცურეს, უნდა სცოდნოდათ კუნძულების შესახებ. თუკი გრიმურ კამბანმა დაასახლა ფარერები, ე.ი. ნორვეგიელებს სცოდნიათ კუნძულის არსებობისა და ცხოვრების შესახებ უფრო მეტი, ვიდრე მატიანემ შემოგვინახა.

როდესაც გრიმური ჩრდილოური სახელია, კამბანი მის კელტურ წარმოშობაზე მიუთითებს. ამდენად, იგი ან ირლანდიიდან, ან დასავლეთის კუნძულებიდან უნდა ყოფილიყო, სადაც ნორვეგიელებს უკვე ჰქონდათ საკუთარი დასახლებები. ფარერებზე ზოგიერთი კუნძულის სახელიდან დგინდება, რომ აქაურობის პირველი მკვიდრნი ან შოტლანდიის კუნძულებიდან ან ბრიტანეთის სანაპირო ზოლიდან უნდა ყოფილიყვნენ.

დნმ ანალიზებმა ცხადყო, რომ Y ქრომოსომა, რომელიც მამრობითის წარმოშობას ადასტურებს, 87% სკანდინავიურია. როდესაც მიტოქონდრიული დნმ, რომელიც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აღენიშნებათ, 84% შოტლანდიური ან ირლანდიურია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Arge, Símun, Guðrun Sveinbjarnardóttir, Kevin Edwards, and Paul Buckland. 2005. „ვიკინგები და შუასაუკუნეების დასახლებები ფარერებზე: ხალხი, ადგილი და გარემო“. Human Ecology. 33, no. 5: 597-620.