ფარაჰ ფეჰლევი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფარაჰ ფეჰლევი (სპარს. فرح پهلوی, ; დ. 14 ოქტომბერი 1938, თავრიზი) — ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი. იმპერატორის სამი ცოლიდან ის იყო ერთადერთი, რომელიც იმპერატრიცად (შაჰბანუ) აკურთხეს.
აზერბაიჯანული წარმოშობის[1][2] ირანელი ფარაჰ დიბა (დიბა — ქალიშვილობის გვარი) დაიბადა ოფიცრის ოჯახში. განათლება მიიღო პარიზსა და თეირანში.
შეხვდა შაჰს 1959 წელს ირანის პარიზის საელჩოში. ქორწილი გაიმართა 1959 წლის 21 დეკემბერს. ტახტის მემკვიდრე რეზა ცირუს ფეჰლევი დაიბადა 1960 წლის 31 ოქტომბერს.
მოჰამდესა და ფარაჰს სულ ოთხი შვილი ჰყავთ:
- რეზა ცირუს ფეჰლევი (დ. 30 ოქტომბერი, 1960)
- ფარაჰნაზ ფეჰლევი (დ. 12 მარტი, 1963)
- ალი რეზა ფეჰლევი (დ. 28 აპრილი, 1966 — 4 იანვარი, 2011)
- ლეილა ფეჰლევი (დ. 27 მარტი, 1970 — 10 ივნისი, 2001).
გალერეა [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Shakibi, Zhand. Revolutions and the Collapse of Monarchy: Human Agency and the Making of Revolution in France, Russia, and Iran. I.B.Tauris, 2007. ISBN 1-84511-292-X; p. 90
- ↑ Taheri, Amir. The Unknown Life of the Shah. Hutchinson, 1991. ISBN 0-09-174860-7; p. 160
