ფადი ფრემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფადი ფრემი
فادي أفرام
დაბადების თარიღი 1954
დაბადების ადგილი ბეირუთი
მოქალაქეობა ლიბანის დროშა ლიბანი
განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, ტეხასის უნივერსიტეტი, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი
რელიგია ქრისტიანი მარონიტი
პარტია ქათაიბი
ძირითადი იდეები ლიბანური ნაციონალიზმი, მემარჯვენე ქრსიტიანული ფალანგიზმი
საქმიანობა პოლიტიკოსი, ბოევიკი, ლიბანის ძალების მეთაური

ფადი ფრემი (არაბ. فادي أفرام);1954 ბეირუთი) —ლიბანელი მემარჯვენე ქრისტიანი პოლიტიკოსი და მებრძოლი, პარტია ქათაიბის აქტივისტი. ლიბანის სამოქალაქო ომის მონაწილე, ბაშირ ჯემაიელის მემკვიდრე, ფალანგისტური მილიციის მეთაური. იგი მეთაურობდა ლიბანის შეიარაღებულ ძალებს 1982-1983 წლებში. „მთის ომში“ დამარცხების შემდეგ, იგი მეთაურობიდან გადააყენეს და ემიგრაციაში წავიდა.

ქათაიბის აქტივისტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მდიდარ მარონიტულ ოჯახში, რომელიც  ბეირუთის აშრაფიის ქრისტიანული უბნიდან იყო. დაამთავრა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. ამის შემდეგ მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის ბიზნესის სკოლასა და ტეხასის A&M უნივერსიტეტში. პროფესიით —ინჟინერ-მანქანათმშენებელი.

ფადი ფრემი ახალგაზრდობიდან იყო მემარჯვენე ქრისტიანული ფალანგისტური პარტია ქათაიბის აქტივისტი. იგი იზიარებდა ნაციონალისტურ და ანტიკომუნისტურ შეხედულებებს. ახლოს იყო კატაიბის დამფუძნებლის პიერ ჯემაიელის ოჯახთან.[1]

1969 წელს ფადი ფრემი შეუერთდა ქათაიბის ფალანგისტური მილიციის გასამხედროებულ ფრთას. მონაწილეობდა შეიარაღებულ შეტაკებებში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (პგო) ბოევიკების წინააღმდეგ. 1975 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ლიბანის სამოქალაქო ომში. 1978 წლიდან მსახურობდა ფალანგისტების სამხედრო დაზვერვაში. 1980-იანი წლების დასაწყისში იგი ხელმძღვანელობდა ფალანგისტთა გენერალურ შტაბს.

„ლიბანის  ძალების“ მეთაური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წლის 13 სექტემბერს ლიბანის არჩეულმა პრეზიდენტმა ბაშირ ჯემაიელ ფადი ფრემი დანიშნა „ლიბანის   ძალების“ მემარჯვენე ქრისტიანული შეიარაღებული ფორმირებების მეთაურად (ადრე ეს პოსტი თავად ჯემაიელს ეკავა). მეორე დღეს ბაშირ ჯემაიელი მოკლეს.[2]

ვიკიციტატა
„„ვარწმუნებთ ყველა ლიბანელს, რომ „ლიბანის ძალები“ მოწამე პრეზიდენტის კურსის ერთგული დარჩება. შეიხ ბაშირი ჩვენში ცხოვრობს.“ ფადი ფრემი“

პალესტინური წყაროები ფადი ფრემს ასახელებენ  საბრასა და შატილაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ერთ-ერთი მთავარ ორგანიზატორად, რაც ბაშირ ჯემაიელის მკვლელობის შემდეგ მოხდა.[3]

„ლიბანის ძალების“ სათავეში ფადი ფრემი მკაცრი სამხედრო-პოლიტიკურ პოზიციას იკავებდა. ის აღნიშნავდა, რომ პგო- ს, მემარცხენე და სირიის მომხრე ძალებს ლიბანის ომში სირიისა და სსრკ-ს მხარდაჭერით სარგებლობდნენ და მართებულად მიიჩნევდა დაპირისპირებაში დასავლეთისა და ისრაელის დახმარების გამოყენებას. [4][5]

"მთის ომი" და თანამდებობიდან გადაყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფადი ფრემის მეთაურობით, „ლიბანის ძალები“, სამთავრობო არმიასთან ალიანსში, მონაწილეობდნენ „მთის ომში“ 1983 წლის სექტემბრიდან 1984 წლის თებერვლამდე. ფრემის ფალანგისტებს პასუხისმგებლობა დაეკისრათ  ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ფადი ფრემმა ბრალდებები უარყო.

„მთის ომი ”დასრულდა მემარჯვენე ქრისტიანების მარცხით მთიან ლიბანსა და ბეირუთში. გამარჯვება მოიპოვეს: დრუზების მილიციამ, ამალის შიიტურმა მოძრაობამ, პსპ- მ და სხვა მემარცხენე ძალებმა, სირიის გადამწყვეტი მხარდაჭერით. დამარცხებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებოდა  ფადი ფრემს, რომელმაც სხვა მემარჯვენე ქრისტიანი მეთაურების აზრით, ვერ შეაფასა მტრის ძალები და სათანადოდ არ შეიმუშავა ბრძოლების სტრატეგია და ტაქტიკა.

ფადი ფრემსა და ლიბანის პრეზიდენტ ამინ ჯემაიელს შორის ურთიერთობა გართულდა. 1984 წლის მარტში ლიბანის ძალების მმართველობა გადაიბარა ფუად აბუ ნადერმა (ასევე განმტკიცდა სამირ  ფარიდ ჯაჯაას პოზიციები).[6][7]

კანადაში გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფადი ფრემმა დატოვა ლიბანი და გადასახლდა კანადაში, სადაც ის ამჟამადაც ცხოვრობს.[1]

დაქორწინებულია ლენა აბუ ნადერზე, რომელიც გახლავთ ფუად აბუ ნადერის და, პიერ ჯემაიელის შვილიშვილი, ბაშირ ჯემაიელის დისშვილი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Fady Frem
  2. HISTOIRE DES FORCES LIBANAISES. Histoire des milices et des partis chrétiens de 1975 à nos jours / CAMILLE CHAMOUNJUSQU’AU SACRIFICE… 46 ANS AU SERVICE DE LA NATION – NOUVEAU MAGAZINE NUMÉRO 1322 DU 4 DÉCEMBRE 1982
  3. نلاحق سفّاحي صبرا وشاتيلا من الصهاينة، فمن يلاحق منفّذيها من عصابة القوات اللبنانيّة (არაბ.)
  4. قائد القوات اللبنانية فادي إفرام يستعرض بعض من قواته في بنت جبيل 03-12-1983 (არაბ.)
  5. Fadi Frem on Lebanon
  6. 117 BODIES FOUND IN LEBANESE VILLAGE RECAPTURED FROM CHRISTIANS
  7. آلان مينارغ: أسرار حرب لبنان من مذابح صــبرا وشاتيلا حتّى رحلة أمين (არაბ.)