უცხო სუნელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უცხო სუნელი
Illustration Trigonella foenum-graecum0.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: პარკოსნები
გვარი: Trigonella
სახეობა: უცხო სუნელი
ლათინური სახელი
Trigonella foenum-graecum
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


უცხო სუნელი ასევე სოლინჯი (ლათ. Trigonella foenum-graecum, რაც ქართულად „ბერძნულ თივად“ ითარგმნება) — ერთწლიანი მცენარე, რომელიც 60 სმ-მდე იზრდება, აქვს ღია მწვანე ფერის ფოთლები (ძალიან წააგავს სამყურას ფოთლებს) და თეთრი ყვავილი.

სოლინჯის სამშობლოდ ითვლება სპარსეთი. დღესდღეობით გავრცელებულია ინდოეთსა და სამხრეთ ევროპაში. ხარობს ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში. ფართოდ არის კულტივირებული. უპირატესობას ანიჭებს მზიან ამინდებს და კარგად ხარობს თიხიან ნიადაგზე.

ჩრდილოეთ აფრიკა, პაკისტანი, ეგვიპტე, საფრანგეთი და არგენტინა წარმოადგენენ ძირითად მომწოდებელ ქვეყნებს, სადაც იგი ველურად ხარობს.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]