უცუნომია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
უცუნომია
იაპონ. 宇都宮市
დროშა გერბი

ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
დაქვემდებარება ტოტიგის პრეფექტურა
კოორდინატები 36°33′18″ ჩ. გ. 139°52′57″ ა. გ. / 36.555111° ჩ. გ. 139.882556° ა. გ. / 36.555111; 139.882556
მმართველი Eiichi Sato
დაარსდა 1 აპრილი, 1896
ფართობი 416,84 კმ²
მოსახლეობა 510 699 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1225,17 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+9
სატელეფონო კოდი 28
საფოსტო ინდექსი 09201-1
ოფიციალური საიტი city.utsunomiya.tochigi.jp
უცუნომია — იაპონია
უცუნომია

უცუნომია (იაპონ. 宇都宮市) — ქალაქი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. მდებარეობს დაბლობ ტერიტორიებზე, მდინარე ტონეს შენაკადის ნაპირზე. ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის ფართობია 416,84 კმ². 2010 წლის აღწრის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 510 699 ადამიანი. სიმჭიდროვე 1225,17 კაცი/კმ².

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდან მდებარეობს 100 კილომეტრში, ქალაქ ნიკოდან 35 კილომეტრში. ქალაქის გასწვრივ გადის სწრაფმავალი სარკნიგზო ხაზი სინკანსენი. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ფერადი მეტალურგია; მიმდინარეობს ხის დამუშავება, ცელულოზა-ქაღალდის წარმოება. მოჰყავთ კვების პროდუქტები, თამბაქო, ხოლო ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრინჯი და ბოსტნეული კულტურები. პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა 1884 წელს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მრეწველობა უცუნომიიდან გადაიტანეს ქალაქ ტოკიოში.

დაარსდა 1896 წელს. ქალაქის გეგმა და შენებობების უმეტესობა უცვლელია. 1949 წელს უცუნომიაში დაარსდა უნივერსიტეტი. განვითარებულია ტურიზმი. უცხოელების ძირითადი ინტერესი მიმართულია რამდენიმე უძველესი ტაძრის და სხვა ღირსშესანიშნავი ობიექტის მიმართ. ოიას ტაძარი დაარსდა ჰეიანის ეპოქაში (794-1185).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]