უჩახარხი
უჩახარხი | |
---|---|
კოორდინატები: 42°50′46″ ჩ. გ. 42°21′46″ ა. გ. / 42.84611° ჩ. გ. 42.3627833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სიმაღლე | 3278 მ |
ქედი | ხელერდის ქედი |
ამგებელი ქანები | პორფირიტი და მისი ტუფი |
უჩახარხი — მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედისა და სვანეთის ქედის შემაერთებელ ხელერდის ქედზე, მდინარე ხელედულისა (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და კასლეთის (ენგურის სისტემა) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3278 მ. უჩახარხი აგებულია იერული პორფირიტებითა და მათი ტუფეებით. მთა შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 197.