ულიანა კრავჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულიანა კრავჩენკო
უკრაინ. Ulyana Kravchenko
დაბადების თარიღი 18 აპრილი 1860
ნიკოლაევი , გალიციის და ლოდომერიის სამეფო, ავსტრიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი 1947 (86 წლის)
პშემისლი, პოლონეთი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
პოლონეთის დროშა პოლონეთი
საქმიანობა პოეტი, მწერალი, საბავშვო მწერალი

ულიანა კრავჩენკო (უკრ. Ulyana Kravchenko, ნამდვილი სახელი და გვარი იულია იულიევნა შნაიდერი; 1860 წლის 18 აპრილი, ნიკოლაევი, ავსტრია-უნგრეთი— 1947 წლის 31 მარტი, პრჟემისლი, პოლონეთი) —გერმანული წარმოშობის უკრაინელი პოეტი და მწერალი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იულია დაიბადა გაუკრაინებული გერმანელის, ჟიდაჩევსკის ოლქის კომისრის ოჯახში. მისი მამა მნიშვნელვან როლს თამაშობდა გალიციის სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში 1860-იან წლებში. იგი გახლდათ უკრაინული პოპულისტური მოძრაობის მხარდამჭერი. მწერლის დედა, იულია ლოპუშანსკაია, ბერძენი კათოლიკე მღვდლის ოჯახიდან იყო, ქალიშვილი ხალხური სიმღერების და ზეპირსიტყვიერების სიყვარულით  აღზარდა. ულიანას ლიტერატურით გატაცებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ოჯახი ცხოვრობდა ქალაქის მერის ლეონტი უსტიანოვიჩის, პოეტისა და მწერლის ნ.უსტიანოვიჩის მამის სახლში.[2]

გოგონამ დაწყებითი განათლება სახლში მიიღო, 1877 წლიდან კი, ლვოვში გადასვლის შემდეგ, სწავლობდა მასწავლებელთა სემინარიაში. ივან ფრანკოს ლექსების გავლენით მან დაიწყო წერა და უკრაინული ენის დამოუკიდებლად შესწავლა. სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1881 წლიდან ასწავლიდა გალიციის ქალაქებსა და სოფლებში. იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი ლექსების და მოთხრობების კრებული „კარიბჭე“ ჟურნალ „ზარიაში“. ფრანკოს დახმარებით, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში, ულიანა კრავჩენკოს ნამუშევრების უმეტესობა დაიბეჭდა.

1885 წელს სამუშაოდ წავიდა 6 კლასიან უკრაინულ ქალთა სკოლაში, ე.წ. ბასილიანის ინსტიტუტში ლვოვში. თუმცა, უკვე იმავე წლის ნოემბერში, იგი  მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინული ფონეტიკური მართლწერის მხარდაჭერისა და ივან ფრანკოსა და მიხაილ დრაგომანოვის იდეების პოპულარიზაციისთვის.

ულიანა კრავჩენკომ აქტიური მონაწილეობა მიიღო გალიციის ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში ქალებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების მოთხოვნით საზოგადოებრივ, სამსახურებრივ და ოჯახურ ცხოვრებაში.[3][4]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ულიანა კრავჩენკო ოჯახთან ერთად. 1920-იანი წლები

1885 წელს გამოიცა მისი ლექსების წიგნი „პრიმა ვერა“ (ი. ფრანკოს რედაქტორობით). 1887 წელს მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული ესეების კრებული, მასწავლებლის მოგონებები, გალიციაში საჯარო განათლების არასახარბიელო მდგომარეობისა და განსაკუთრებით მასწავლებლის მდგომარეობის შესახებ.

1920 წლიდან ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა პრზემისლში (ახლანდელი პრჟემისლი, პოლონეთი), სადაც გარდაიცვალა.

მისი ნაწარმოებები გამოქვეყნდა ალმანახებში: «Перший вінок», «Вік», «За красою», ჟურნალებში: «Житє і слово», «Дзвінок», «Літературно-науковий вістник», «Жіноча доля» და სხვა.

1891 წელს ლიტერატურულ და სამეცნიერო ბიბლიოთეკაში  ულიანა კრავჩენკოს ფსევდონიმით გამოსცა პოეტური წიგნი „ახალ გზაზე“.

ავტორია პოეტური კრებულების: "ცხოვრებაში, ეს შესაძლებელია" (1929),  „ყველაფერი მისთვის!" (1931), საბავშვო და ახალგაზრდობის ლექსების რამდენიმე კრებულის: "თოვლის ფიფქები", "გზაზე" (ორივე - 1921), "გედების სიმღერა" (1924).

ულიანა კრავჩენკოს პოეზიაში დომინირებს სოციალური მოტივები, ლექსები გამსჭვალულია ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით („უკრაინა“, „ფიქრები“), წამოწეულია ქალთა ემანსიპაციის საკითხები.

იგი ენთუზიაზმით წერდა ივან ფრანკოსა და მის თანამოაზრეებზე (ციკლი ლექსებისა: "ტიტანები" და "მირონი"). ის არის ინტიმური და პეიზაჟური პოეზიის ოსტატი ("ჩემი სიყვარული", "კლდეებში"). 1920-1930-იანი წლების მისი ზოგიერთი ლექსში იგრძნობოდა მისტიკური განწყობა.

ულია კრავჩენკომ შესამჩნევი კვალი დატოვა უკრაინულ პროზაში. 1934 წელს მან გამოაქვეყნა კრებული „ბიოგრაფიის ნაცვლად“, რომელიც შეიცავს აფორიზმებს, მოკლე რეფლექსიებს და შენიშვნებს, დისკუსიებს ადამიანის ცხოვრების შესახებ და ა.შ.

ავტორია მემუარებისა ფრანკოს შესახებ  („დიდი მეგობრობა“, 1940; „ჭეშმარიტი მეგობარი და მასწავლებელი“, 1941 წ.). მისი მიმოწერა ივან ფრანკოსთან 1883-1915 წლებში შეიცავს ძვირფას ისტორიულ და ლიტერატურულ მასალას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Уляна Кравченко. Вибрані твори, Державне видавництво художньої літератури. — К., 1958.(უკრ.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Kravchenko, Uliana". Internet Encyclopedia of Ukraine.
  2. Bohachevsky-Chomiak, Martha (1988). Feminists Despite Themselves: Women in Ukrainian Community Life, 1884-1939. pp. 104–05. ISBN 0920862578.
  3. Янишин Б. М. Кравченко Уляна… — С. 274.(უკრ.)
  4. за даними Б. Янишина — комісаром, вочевидь, помилково (უკრ.)