2Pacalypse Now
ვიკიპედიიდან
| 2Pacalypse Now | ||
![]() |
||
| 2Pacalypse Now | ||
| გამოცემის თარიღი | 12 ნოემბერი, 1996 | |
| ჩაწერის თარიღი | 1991 | |
| ჟანრი | ჰიპ-ჰოპი | |
| ხანგრძლივობა | 52 წთ 02 წმ | |
| ლეიბლი/ები | Interscope | |
| პროდიუსერი(ები) | შოკ ჯი და მანი-ბი, DJ ფიუზი, პი-ვი და Big D the Impossible | |
| ქრონოლოგია: ტუპაკ შაკური | ||
|---|---|---|
| 2Pacalypse Now (1991) |
Strictly 4 My N.I.G.G.A.Z. (1993) |
|
2Pacalypse Now არის ტუპაკ შაკურის პირველი სტუდიური დისკი, რომელიც გამოიცა 1991 წლის ნოემბერში. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურად იგი იმდენად ჩამოყალიბებული არ არის, როგორც გვიანდელი ნამუშევრები, მისი ძლიერი მხარე არის პოლიტიზირებული ტექსტები და მძიმე რითმი. ალბომში განხილულია ახალგაზრდა პიროვნების როლი ამერიკის ქუჩებში.
გამოსვლისთანავე, ჩანაწერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ-ერთმა ტეხასელმა ახალგაზრდამ იმავე პერიოდში მოკლა პოლიციელი და აღიარა, რომ ამ ალბომის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალბომში რეპერი აკრიტიკებს პოლიციელებს მათი, ზოგჯერ უკანონო ქმედებების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ალბომს არასოდეს ჰქონია ისეთი წარმატება, როგორც მის შემდგომ დისკებს, იგი მნიშვნელოვანი იყო ტუპაკისათვის, როგორც საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება. დისკიდან გამოვიდა სამი სინგლი: "Brenda's Got a Baby", "Trapped" და "If My Homie Calls".
[რედაქტირება] სიმღერები
- "Young Black Male"
- "Trapped"
- "Soulja's Story"
- "I Don't Give a Fuck"
- "Violent"
- "Words of Wisdom"
- "Something Wicked"
- "Crooked Ass Nigga"
- "If My Homie Calls"
- "Brenda's Got a Baby"
- "Tha' Lunatic"
- "Rebel of the Underground"
- "Part Time Mutha"


