ტობინ ბელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტობინ ბელი

ტობინ ბელი Scream Awards-ს დაჯილდოებაზე
დაბადების სახელი ჯოზეფ ტობინ უმცროსი
დაბადების თარიღი 7 აგვისტო 1942
კუინზი, აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1982–დღემდე
საიტი officialtobinbell.com

ტობინ ბელი (ინგლ. Tobin Bell; დ. 7 აგვისტო 1942, კუინზი, აშშ)[1][2] — ამერიკელი მსახიობი. თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი მიიღო ფილმში „მისისიპი ცეცხლში“ (1988). პოპულარობა მოუტანა რამდენიმე ნაწილისაგან შემდგარმა ფილმმა „ხერხი“, სადაც განასახიერა ბოროტმოქმედ ჯონ კრამერის სახე. აგრეთვე წარადგინა თავისი ხმა ვიდეო თამაშებისთვის, რომელიც ფილმ „ხერხზეა“ დაფუძნებული. ბელის მიერ განსახიერებულმა სახემ ფილმში „ხერხი“, მოუტანა მას ხუთი სხვადასხვა ნომინაცია, რომელთაგან ორი ხვდა წილად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტობინ ბელი დაიბადა კუინზში, ეილინ ბელ ტობინისა და ჯოზეფ ტობინის ოჯახში. გაიზარდა ქალაქ უეიმუთში.[1] დედამისი იყო ბრიტანული წარმოშობის მსახიობი. ჰყავს და-ძმა.[1][3] მომავალი მსახიობი კოლეჯში სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსა და ჟურნალისტიკას. მის ინტერესთა სფეროში შედიოდა ასევე გარემოს დაცვის პრობლემებისადმი მიძღვნილი საკითხები.

მონტკლერის სახელმწიფო უნივერსიტეტში მინიჭებული აქვს გარემოს დაცვის საკითხებში სპეციალისტის დიპლომი. მუშაობდა ნიუ-იორკის ბოტანიკურ ბაღში.[4] ბოსტონის უნივერსიტეტში ისმენდა ჰიუმ კრონინისა და ჯესიკა ტენდის სემინარებს, რომელთა საუბრებმა შთააგონა ბელს სამსახიობო კარიერის დაწყებაზე.[5] მოგვიანებით შეუერთდა სამსახიობო სტუდიას, სადაც სწავლობდა ლი სტრასბერგსა და ელენ ბერსტინთან. შემდეგ შეუერთდა სენფორდ მეისნერს მოსამზადებელ თეატრში.[6][7]

1970-ინი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში ტობინ ბელმა კინოში არაერთი ეპიზოდური როლი შეასრულა, მათ შორის იყო ვუდი ალენისა და მარტინ სკორსეზეს პროექტები.[6][8]

1982 წელს შეასრულა ეპიზოდური როლი სიდნი პოლაკის ფილმში „ტუტსი“. ბელმა Movieline-ს განუცხადა:[9]

ვიკიციტატა
„იცით, როდესაც მე ტუტსიზე ვსაუბრობ, მე აისბერგის მწვერვალს ვგულისხმობ, რამეთუ დანარჩენ ოცდაცხრა ფილმში, რომელშიაც მე ვითამაშე, არც ერთი არ მოხვედრილა IMDb-ზეც კი.“

1982 წელს ასევე მიიღო მცირე როლი ფილმში „ვერდიქტი“, სადაც მთავარი როლი პოლ ნიუმანმა შეასრულა. 1988 წელს მოუწია თამაში ფილმში „მისისიპი ცეცხლში“, რომლის რეჟისორი იყო ალან პარკერი.

1993 წელს ასრულებს როლს სიდნი პოლაკის ფილმში „ფირმა“. ამავე წელს მიიღო მცირე როლი ფილმში „ცეცხლის ხაზზე“, სადაც მთავარი როლი შეასრულა ჰოლივუდის ვარსკვლავმა კლინტ ისტვუდმა. 1999 წელს ითამაშა ფილმში „მეოთხე სართული“.

2004 წელს ტობინ ბელმა მიიღო როლი ფილმში „ხერხი“, სადაც თითქმის მთელი ფილმის განმავლობაში წევს. წარმატებული გაქირავების შემდეგ გადაწყდა „ხერხის“ მეორე ნაწილის გადაღებაც. ამრიგად შეიქმნა ამ საშინელებათა ფილმის სიკველი. საერთო ჯამში 6 წლის განმავლობაში შვიდი ფილმი შეიქმნა. ტობინ ბელმა შვიდივე ფილმში მიიღო მონაწილეობა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტობინ ბელი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი. აქვს ჰობი ფეხით მოგზაურობა და გიტარაზე დაკვრა.[10]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმი
წელი სახელწოდება როლი შენიშვნა
1982 ტუტსი ოფიციანტი
1982 ვერდიქტი დამკვირვებელი
1988 მისისიპი ცეცხლში აგენტი სტოუკსი
1989 უდანაშაულო ზიკი
1990 ცრუ პიროვნება მარშალი ერიქსონი
1990 დიდი კალიბრი გერბერი
1990 დიდებული ბიჭები ზედამხედველი
1992 რუბი დევიდ ფერი
1993 დუღილის წერტილი როთი
1993 ფირმა ალბინოსი
1993 ცეცხლის ხაზზე მენდოსა
1993 ყველაფერზე წამსვლელი ერლ ლიმუსი
1995 მანიაკი უილიამ მორანო Direct-to-video
1995 სწრაფი და მკვდარი დოგ კელი
1996 შაიენი მარშალ ტოინბი
1998 მაფიის რეკვიემი სტენი
1998 ღამის გზავნილი ჯონ ბიზლი
1998 საუკეთესონი საუკეთესოთა შორის სუკასტ სლავა
1999 მეოთხე ოთახი ზეინკალი
2000 გზა ელდორადოსკენ სარაგოსა ხმა
2001 მკვლელი ახლოსაა ჯეფრი მარტინი
2002 სატურნის ჩრდილი კლემენზი
2002 შავი ნიღაბი 2: ნიღბების ქალაქი მოლოჩი
2004 ხერხი ჯონ კრამერი
2005 ხერხი II ჯონ კრამერი
2006 ხერხი III ჯონ კრამერი
2007 ცოცხლად დამარხული ლესტერი
2007 სატყუარები 2 პროფესორი ერვინ ბაკტონი
2007 ბოროტება - არ იფიქრო ამაზე უცნობი
2007 ბუგიმენი 2 მიჩელ ალენი
2007 ხერხი IV ჯონ კრამერი
2008 ხერხი V ჯონ კრამერი
2009 ხერხი VI ჯონ კრამერი
2010 ხერხი 3D ჯონ კრამერი

ნომინაციები [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჯილდო კატეგორია ფილმი შედეგი
2006 Fuse/Fangoria Chainsaw Award საუკეთესო ბოროტმოქმედი ხერხი II მოგებული
2006 MTV Movie Award MTV Movie Award საუკეთესო ბოროტმოქმედი ხერხი II ნომინირებული
2006 პრემია Scream ნომინაციაში ყვირილი ხერხი II ნომინირებული
2007 MTV კინი დაჯილდოება MTV Movie Award საუკეთესო ბოროტმოქმედი ხერხი III ნომინირებული
2007 პრემია Scream ნომინაციაში ყვირილი ხერხი III ნომინირებული
2008 პრემია Scream ნომინაციაში ყვირილი ხერხი IV ნომინირებული
2009 პრემია Chiller-Eyegore საუკეთესო ბოროტმოქმედი სერიალებში ხერხი სერიები მოგებული

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Barbuto, Dana (2008-10-24). „Weymouth native puts the buzz in Saw movies“. The Patriot Ledger. GateHouse Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-01. ციტირების თარიღი: 2008-10-28.
  2. [1] Tobin, Ex-candidate In Gloversville, Dies". Schenectady Gazette: p. 27. 1977-09-05. Retrieved 2010-07-19.
  3. „Tobin, Ex-candidate In Gloversville, Dies“. The Daily Gazette. 1977-09-05. p. 27. ციტირების თარიღი: 2010-07-19.
  4. Rose, Lisa. (2009-10-22) Tobin Bell 'Saw' the future in horror series. NJ.com. ციტირების თარიღი: 2010-05-25.
  5. Dobuzinskis, Alex. (2009-10-22) A Minute With: Tobin Bell of the "Saw" horror films. Reuters. ციტირების თარიღი: 2010-01-31.
  6. 6.0 6.1 Harrington, Richard (2007-10-29). „Cult icon born with `Saw' star - Tobin Bell key to franchise's success“. The Journal Gazette. Fort Wayne, Indiana: The Journal Gazette Co: 5D. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)
  7. Carroll, Larry. (2007-10-22) 'Saw IV' Star Tobin Bell Reveals Method Behind Jigsaw's Madness. MTV.com. ციტირების თარიღი: 2010-03-25.
  8. Buchanan, Kyle. (2009-10-16) The Only Tobin Bell Interview You'll Ever Need. Movieline. Mail.com Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-06. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  9. Buchanan, Kyle. (2009-10-16) The Only Tobin Bell Interview You'll Ever Need. Movieline. Mail.com Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2010-01-17.
  10. [2] დაარქივებული 2010-10-27 საიტზე Wayback Machine. Moore, Roger (2010-10-24). ""Jigsaw" Tobin Bell would rather be cutting a rug". Orlando Sentinel. Tribune Company. Retrieved 2011-03-04.