კუინზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუინსი ნიუ-იორკის რუკაზე

ქუინსი (Queens) — ფართობით უდიდესი და მოსახლეობით მეორე ოლქია ქ. ნიუ-იორკში. აქ მდებარეობს ნიუ-იორკის ორი მთავარი აეროპორტი (ჯონ კენედისა და ლაგუარდიას), ნიუ-იორკ მეტსი (ბეისბოლის გუნდი), ეროვნული ჩოგბურთის ცენტრი, სილვერკაპ სტუდიო და ფლაშინგ მიდოუს კორონა პარკი.

ქუინსი აშშ-ში ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია. 2005 წლისთვის მის მცხოვრებთა 47,6%-ს იმიგრანტები წარმოადგენდენ. ვარაუდობენ, რომ 2010 წლისთვის მისი მოსახლეობის უმრავლესობა უცხოეთში იქნება დაბადებული. 2,2 მილიონი მცხოვრებით ის ნიუ-იორკში მეორე და აშშ-ში მეათე ყველაზე დასახლებული ქაუნთია.

ქუინსი 1683 წელს შეიქმნა, როგორც ნიუ-იორკის 12 ქაუნთიდან ერთ-ერთი და სახელი ჩარლზ II-ის მეუღლის კეთრინ ბრაგანზას პატივსაცემად ჰქვია.