ტიბეტის კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოტალას სასახლე-ტიბეტი
პოტალას სასახლე-ტიბეტი
ტიბეტი-ვაჯრასატვა
ტიბეტი-ვაჯრასატვა

ტიბეტის კულტურა წინა ბუდისტურ ეპოქაში წარმოდგენილი იყო ბონის კულტურით, როდესაც ტიბეტის უძველესი მოსახლეობა აღიარებდა შამანიზმს.  თაყვანს სცემდა ბუნების სულებსა და წინაპრებს.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ტიბეტურ კულტურაზე გავლენა მოახდინა   ინდურმა და ჩინურმა კულტურებმა, რაც  განსაკუთრებით აისახა მხატვრობასა და არქიტექტურაში.  ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ბუდიზმი, რომელიც ინდოეთში წარმოიშვა. ჩინური ცივილიზაციის  გავლენა აისახა არქიტექტურის, ფერწერის ელემენტებში და ე.წ. "ჩაის კულტურაში".

არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალოცავი ბორბალი-ტიბეტი
ტიბეტელი ბერი და ქვიშის მანდალა
მე-14 დალაი -ლამა
მე-14 დალაი -ლამა

ტიბეტის ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები შექმნილია ფეოდალურ ხანაში.  შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები პირქუში და მონუმენტურად  ლაკონურია. მთის მწვერვალებზე აშენებდნენ ციხესიმაგრე-ციხედარბაზებს (ძონგები). საკულტო ნაგებობებს მიეკუთვნება ჩორტენები (სუბინგარები) -ლამების აკლდამები, მემორიალური ნაგებობები და მონასტრები. შუა საუკუნეების სასახლეთა დამახასიათებელი ნიმუშია სასახლე-ციხესიმაგრე პოტალა ლჰასაში.[1] საცხოვრებელი წარმოადგენდა გეგმით ოთხკუთხა ციხესიმაგრის ტიპის ნნაგებობას. ტიბეტში შუა საუკუნეებში  სახვითი ხელოვნება ემორჩილებოდა ბუდისტურ (ლამაისტურ) დოგმატიკას.  ძირითადად ვითარდებოდა მონასტრებში, სადაც იქმნებოდა კედლის მხატვრობა., ხატები „ტანკა“. შუა საუკუნეების ქანდაკების ნიმუშია კლდეში გამოკვეთილი, შეღებილი საკულტო რელიეფები, ღვთაებათა ხის, თიხის, ან ლითონის ქანდაკებები.

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ტიბეტელებმა საერთაშორისო ძალისხმევით დაიწყეს გადარჩენილი მონასტრების აღდგენა. ექსპერტები ტიბეტელებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა აღადგინონ შენობები და მონასტრები. [2]

თითქმის მე-20 საუკუნემდე შემოინახა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ტრადიციები: ქარგვა, ბრინჯაოს საკულტო და საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება, ხალიჩების ქსოვა და სხვა.[3]

ტიბეტის ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიბეტის ლიტერატურას 1300 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.[4]ტიბეტის წერილობითი ლიტერატურის წარმოშობა დაკავშირებულია ბუდიზმის გავრცელებასთან (VII ს. ). VII საუკუნის შუა წლებში სანსკრიტიდან ითარგმნებოდა ბუდისტური ტექსტები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებებიც. ამავე პერიოდში შეიქმნება ძველი ინდური პოემის „რამაიანას“ ტიბეტური ვერსიაც. XI-XIV საუკუნეებში ერთიანი სახელმწიფოს დაშლამ განაპირობა ლიტერატურის დეზინტეგრაცია. ლიტერატურა ვითარდებოდა სხვადასხვა ბუდისტურ სექტებსა და მონასტრებში. კაჯუდ-პას სექტის წევრი იყო პოეტი მილარეპა (1040-1123). კადამ-პას სექტის წევრები ქმნიდნენ ფსიქოლოგიურ ტრაქტატებს, საკიაპას წევრები -თხზულებებს ბუდიაზმის ეზოტერული მოძღვრების, ლოგიკის, შემეცნების თეორიის, ლიტურგიისა და დოგმატიკის საკითხებზე. XI-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ტიბტის ლიტერატურის ტრადიციული სახე: თარგმნილი თხზულებები (ბუდისტური კანონი). ტიბეტელ ავტორთა ორიგინალური თხზულებები-რელიგიურ-ფილოსოფიური ტრაქტატები, ისტორიული შრომები (ბუდიზმის ისტორია), ჰაგიოგრაფიები (ცხოვრებანი და ბიოგრაფიები), თხრობითი-დიდაქტიკური (სწავლებანი, დარიგებანი) და ეპისტოლური თხზულებები.

XVIII საუკუნში მე-6 დალაი-ლამამ ცანჯან-ჯამცომ (1683-1706) შექმნა საერო ლირიკული პოეზია, მთუმცა ეს ტრადიცია არ გაგრძელდა.  XX საუკუნის 50-იან წლებამდე ტიბეტში საერო ლიტერატურა აღარ არსებობდა.    XVII-XVIII საუკუნეებში ტიბეტის ლიტერატურის განვითარებაში მონაწილეობდნენ ხალხები, რომლებმაც ლამაიზმი მიიღეს (მონღოლები და ა.შ)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Historic Ensemble of the Potala Palace, Lhasa". unesco. Retrieved 2008-02-10.
  2. Pamela Logan. "Conserving Tibetan Art and Architecture". asianart. Retrieved 2008-02-10.
  3. Harrer, Heinrich. Seven Years in Tibet, op. cit.
  4. Cabezón, José Ignacio; Jackson, Roger Reid, eds. (1996). Tibetan literature: Studies in genre. Ithaca, NY: Snow Lion Publ. p. 11. ISBN 978-1-55939-044-6.[მკვდარი ბმული]