მილარეპა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მილარეპას ბჰუტანური ნახატი

ჯეცუნ მილარეპა (ტიბ: རྗེ་བཙུན་མི་ལ་རས་པ ვაილი: Rje-btsun Mi-la-ras-pa; დ. 1052- გ.1135) იყო ტიბეტური ბუდიზმის მასწავლებელი, იოგის ცნობილი პრაქტიკოსი, პოეტი, ბევრი სიმღერისა და ბალადის ავტორი; დღემდე პოპულარულია ტიბეტში. კაგიუპის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი; მარპა ლოცავას მოსწავლე.

ისტორია[რედაქტირება]

მისი ბიოგრაფია ბევრ წყაროში გვხვდება; დაიბადა მდიდარ ტიბეტურ ოჯახში, მამა ადრე გარდაეცვალა და სახლი და მთელი ქონება ბიძამისმა მიისაკუთრა, რომელიც მილარეპას, დედამისსა და მის დას ცუდად ეპყრობოდა. დედამისმა ვეღარ აიტანა ცუდად მოპყრობა და მილარეპა გააგზავნა მაგიის შესასწავლად, რომ ბიძამისზე შური ეძია. სანამ მილარეპას მიიღებდნენ გაკვეთილებზე, მაგიის ოსტატებმა შეამოწმეს მისი ისტორიის უტყუარობა და რომ მას ამ ხელოვნების ათვისება ნამდვილად სჭირდებოდა. სწავლის შემდეგ, ერთხელ ბიძამისმა წვეულება მოაწყო, მილარეპამ ჯადოს მეშვეობით ჭერი ჩამოშალა და დაიღუპა 35 ადამიანი, თუმცა ბიძა და ბიცოლა გადარჩნენ. ამის შემდეგ სოფლის მაცხოვრებლები უფრო სასტიკად ეპყრობოდნენ მილარეპას ოჯახს, ამის საპასუხოდ მათი მოსავლის გასანადგურებლად სეტყვა გამოგზავნა.

როდესაც მილარეპა მიხვდა, რომ ასეთი შურისძიება შეცდომა იყო, ბუდისტი მასწავლებლის ძებნა დაიწყო, რათა ნეგატიური კარმისგან განთავისუფლებულიყო. მილარეპა თარჯიმან მარპასთან მიაგზავნეს. მარპა მილარეპას ზედმეტად მკაცრად და სასტიკად ექცეოდა, რთულ სამუშაოებს აძლევდა და ბუდისტური ცოდნის მიცემაზე უარს ეუბნებოდა. მილარეპა აშენებდა სახლებს, რომლებზეც მარპა შარს დებდა, ანგრევინებდა და თავიდან აშენებინებდა.

სწავლაზე მარპას უარის გამო, მის ცოლსა და მოსწალეებს მიმართა, რათა სწავლება ეძულებინა. რამდენიმე მკაცრი უარის შემდეგ, ბოლოს მარპამ მოსწავლედ მიიღო და მედიტაციაზე დამოძღვრა. ამტკიცებენ, რომ მარპა მილარეპას თავიდან მძიმე პირობებს ნეგატიური კარმისგან სწრაფად გასათავისუფლებლად უქმნიდა. 12 წლიანი მედიტაციის შედეგად, მან ვაჯრადჰარას მდგომარეობას მიაღწია (სრული გასხივოსნება). მილარეპაზე ამბობენ, რომ პირველია, ვინც ერთ ცხოვრებაში შეძლო გასხივოსნების ასეთი მაღალი დონის მიღწევა.

45 წლის ასაკში, პრაქტიკები დაიწყო დრაკარ ტასოს გამოქვაბულში, აგრეთვე გახდა მოხეტიალე მასწავლებელი. მილარეპამ აითვისა სხვადასხვა მედიტაციისა და იოგას პრაქტიკა, რომელთაც თავის მოსწავლეებს გადასცემდა.

მისი ყველაზე ცნობილი მოსწავლეები იყვნენ რეჩუნგ დორჯე დრაკპა და გამპოპა. გამპოპა მილარეპას მთავარი მემკვიდრე გახდა და მისი ტრადიცია განავითარა.

2006 წელს მილარეპაზე გადაიღეს ფილმი.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა მილარეპაზე[რედაქტირება]

  • The Life of Milarepa, translated by Andrew Quintman, Penguin Classics, 2010, ISBN 978-0143106227
  • The Life of Milarepa, translated by Lobsang P. Lhalungpa, Book Faith India, 1997, ISBN 81-7303-046-4
  • Milarepa: Songs on the Spot, translated by Nicole Riggs, Dharma Cloud Press, 2003, ISBN 0-9705639-3-0
  • Milarepa, The Hundred Thousand Songs of Milarepa, translated by Garma C.C. Chang, City Lights Books, 1999, ISBN 1-57062-476-3
  • Tibet's Great Yogī Milarepa: A Biography from the Tibetan. Edited by W. Y. Evans-Wentz. 1928. Oxford University Press. Paperback reprint 1974.
  • The Yogi's Joy: Songs of Milarepa Sangharakshita, Windhorse Publications, 2006, ISBN 1-899579-66-4
  • Drinking the Mountain Stream: Songs of Tibet’s Beloved Saint, Wisdom Publications, ISBN 0-86171-063-0repa/10-1/mila1-0.htm Milarepa the great Tibetan saint] Dharmapala Thangka Centre, School of Thangka Painting

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]