მანდალა
მანდალა (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.[1][2]
მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც.[3][4] ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა დჰარმულ რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად ბუდიზმში. ბუდიზმის ვაჯრაჲანულ მიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გადაისახა.
სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერის ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“[5] ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.
დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ.
სექციების სია |
გალერეა [რედაქტირება]
-
შრი იანტრას დიაგრამა, T ფორმის კარებითა და შუაში წრით
-
ვიშნუ-მანდალა
-
ნაროპას სკოლის XIX ს-ის ტიბეტური მანდალა, ვაჯრაიოგინი ორი გადაჯვარებინებული სამკუთხედის შუაში დგას
-
6 ჩაკრავარტინის მანდალა
-
ვაჯრავარაჰის მანდალა
-
კალაჩაკრას მანდალა
-
მაჰავირას ჯაინისტური ნახატი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Artiste Nomade, What's a mandala?
- ↑ Kheper,The Buddhist Mandala - Sacred Geometry and Art
- ↑ mandala. Merriam-Webster Online Dictionary (2008). წაკითხვის თარიღი: 2008-11-19.
- ↑ Mandala, The Mandala, Mandala Design, Largest Mandala, Buddha's Life Stages in Mandala, Mandala Paintings, Thanka Paintings, Work of Art, Asian art, Asian Paintings, Volunteer Work, Philanthropy, Donation for Preservation of Buddhist Religion
- ↑ See David Fontana: "Meditating with Mandalas", p. 10
სტატიის