ტერესკენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტერესკენი
Krascheninnikovia lanata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ნაცარქათამასებრნი
გვარი: ტერესკენი
ლათინური სახელი
Ceratoides

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტერესკენი (ლათ. Ceratoides) — მცენარეთა გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ბუჩქბალახები ან პატარა ბუჩქებია. ფოთლები და ერთწლიანი ყლორტები ვარსკვლავა ბეწვებით აქვთ მოფენილი. 7—8 სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იშვიათად ჩრდილოეთ აფრიკაში. ველზე, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოში. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — Ceratoides latens (ადრე Eurotia ceratoides). იზრდება ქართლსა და მესხეთში, მთის შუა სარტყლამდე, მშრალ, ღორღიან ფერდობებზე. უდაბნოში იყენებენ საწვავად და აქლემის საკვებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]