სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-საფრანგეთის
Map indicating locations of France and Armenia

საფრანგეთი

სომხეთი

სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობები — მოიცავს სომხეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივ დიპლომატიურ და კულტურულ ურთიერთობას. სომხეთის და საფრანგეთის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 24 თებერვალს. ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი ურთიერთობის გამო 2006 წელი საფრანგეთში გამოცხადდა როგორც სომხეთის წელი.[1]

თანამედროვე დიპლომატიური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 24 თებერვალს. 2009 წლის 2 ოქტომბერს ვიგენ ჩიტეჩიანი დაინიშნა საფრანგეთში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.[2] 2010 წლის 5 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰენრი რეინაუდმა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს სიგელი გადასცა. ასევე, 2011 წლის 1 დეკემბერს ვარდან სირმაკესი დაინიშნა სომხეთის გენერალურ კონსულად ქალაქ მარსელში.[3]

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში არის ძალიან მცირე ფრანგულენოვანი მოსახლეობა, საფრანგეთთან მისი ისტორიული კავშირის გამო, სომხეთი შეირჩა 2018 წელს ჩატარებულ ორწლიან ფრანკოფონიის სამიტზე.[4] ფრანგული ენა ისწავლება სომხეთის ფრანგულ უნივერსიტეტში, რომელიც მდებარეობს დედაქალაქ ერევანში.

ეკონომიკური ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 59,2 მილიონ ევროს შეადგენდა (აქედან 56,5 მილიონი ევროს საფრანგეთიდან სომხეთში ექსპორტი შეადგენდა, ხოლო 2,7 მილიონ ევროს კი სომხეთიდან საფრანგეთში მთლიანი ექსპორტი). [5]

სომხების გენოციდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1915 წელს, ფრანგებმა მიიღეს ათობით ათასი სომეხი თავიანთ ქვეყანაში. საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლდა ლიბანში, ძირითადად ქალაქ ანჯარში.

1998 წელს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დადგენილებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საფრანგეთი ცნობს 1915 წლის სომხების გენოციდს.“, რაც თურქეთის მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობით იქნა აღქმული.[6]საფრანგეთი ასევე იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა სომხური გენოციდი.

2006 წელს, საფრანგეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ იმატა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხმა მისცა კანონპროექტს, რომელიც სომხეთის გენოციდის უარყოფას უკანონო ქმედებად სცნობდა.

სომხები საფრანგეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მონაცემებით საფრანგეთში დაახლოებით 600 000 სომეხი ცხოვრობდა, სომხური დიასპორის ფრანგული ოფისის დირექტორმა ჰრატ ვარჯაბედიანმა ისაუბრა სომხური წარმოშობის 400 000 სომეხ ამომრჩეველზე.[7][8].

„INSEE“- ის თანახმად, 2008 წელს, საფრანგეთში სომხური წარმოშობის 14 732 ადამიანი დაიბადა.[9]

სომხური საზოგადოება ძირითადად გვხვდება მარსელში (რომლებიც სომხების გენოციდის შემდეგ აქ ქალაქში დასახლდნენ)[10], ლიონში, ვალენსიში, პარიზსა და მის გარეუბნებში (ძირითადად, არნუვილში, ალფორფილში, კლამარტსა და ისსი-ლეს-მოლინაქში).

საელჩოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Armenia. Diplomatie.gouv.fr (2017-03-01). ციტირების თარიღი: 2017-11-16.
  2. France - Embassies - Ministry of Foreign Affairs of Armenia. Mfa.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-06. ციტირების თარიღი: 2017-11-16.
  3. Franck Muller CEO to become Armenia’s Consul General in Marseilles. Mediamax.am. ციტირების თარიღი: 2017-11-16.
  4. Leblanc, Daniel (9 October 2018). „Prime Minister Trudeau has last shot to help Michaëlle Jean stay on as Francophonie leader“. Globe and Mail. The Globe and Mail Inc. ციტირების თარიღი: 9 October 2018.
  5. Armenia - France Economic relations დაარქივებული 2012-11-17 საიტზე Wayback Machine. , consulté le 17 septembre 2013
  6. Jones, Adam (2010). Genocide: A Comprehensive Introduction, გვ. 170. 
  7. « Les Arméniens en France » archive, sur lepoint.fr, 22 décembre 2011
  8. Lucie Tourette, « Turcs et Arméniens de France, qui sont-ils ? » archive, sur la-croix.com, 24 janvier 2012 (consulté le 5 mars 2012)
  9. Tableau CD-MF2 - Immigrés selon le sexe, la catégorie de population et le pays de naissance détaillé - France, Insee 2008
  10. Anouche Kunth,« "Vu au débarquement. Marseille". Le refuge des arméniens en France dans les archives de l'Ofpra » დაარქივებული 2021-01-20 საიტზე Wayback Machine. [archive] [PDF], sur ofpra.gouv.fr, OFPRA, 2010