სომხეთ-ევროპის კავშირის ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთ-ევროპის კავშირის ურთიერთობები
Map indicating locations of European Union and Armenia

ევროკავშირი

სომხეთი

სომხეთ-ევროპის კავშირის ურთიერთობები — მოიცავს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს. სომხეთი და ევროკავშირი წლებია ინარჩუნებს კარგ დამოკიდებულებას. ორივე მხარე ერთმანეთთან დაკავშირებულია პარტნიორობის ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა 2017 წელს.[1] სომხეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა თქვა, რომ ახალი პარტნიორობის ხელშეკრულება ახალი ფურცლიდან დაიწყებს ევროკავშირსა და სომხეთის ურთიერთობას. [2]

საზოგადოებრივი აზრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის დეკემბერში ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ სომხეთში დაადგინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება პერსპექტიული არჩევანია, აქედან 64% ემხრობოდა ამ გადაწყვეტილებას, ხოლო 11,8% კი წინააღმდეგი იყო.[3] 2006 წლის ოქტომბერში, სომხეთში, ერევანში ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქალაქის მცხოვრებთა 72% -ის აზრით, მათი ქვეყნის მომავალი უფრო მეტად ევროკავშირზეა დამოკიდებული, ვიდრე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაზე . [3] მიუხედავად ამისა, ქვეყნის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტს მიაჩნდა, რომ სომხეთი არ არის მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მინიმუმ 2019 წლამდე.[3]

2007 წელს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა ევროკავშირის მიმართ სომხების ინტერესის ზრდა, ამავე წელს სომხეთის მოსახლეობის 80% ემხრობოდა საბოლოო გაწევრიანების საკითხს.[4]

2012 წლის გამოკითხვის თანახმად, სომეხთა 54% მხარს უჭერდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას.[5]

სომხეთის 2013 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებამ ევრაზიის კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოიწვია ერევანში, რადგან მოსახლეობა შიშობდა, რომ რუსეთი ცდილობდა შეეფერხებინა სომხეთის ევროკავშირთან უფრო ღრმა ურთიერთობის დამყარება, ისევე, როგორც ის ამას ცდილობდნენ უკრაინაში.[1] ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დირექტორმა გევორგ ტერ-გაბრიელიანმა განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ“, მაგრამ მან ასევე დაადასტურა, რომ საზოგადოება ასევე დიდწილად უჭერს მხარს რუსეთს.

2017 წელს სომხეთში ჩატარებული „Gallup“– ის გამოკითხვის თანახმად, რეგიონში ევროკავშირის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი და გამოკითხულთა 27,2% –მა მხარი დაუჭირა ევროკავშირის ინტეგრაციასა და განვითარების სხვა გზებს.[6]

სავიზო ლიბერალიზაცის საკითხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლიდან ევროკავშირის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით სომხეთში.[7]

2017 წლის 15 მარტს სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გამოაცხადა, რომ „სომხეთი ამჟამად მონაწილეობს ევროკავშირის რიგ შეთანხმებებსა და პროგრამებში და რომ ევროკავშირი მნიშვნელოვანი პარტნიორია სომხეთისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ მალე სომხეთი დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, სომხეთის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის დამყარებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში.[8] ამავდროულად, სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ შეცვალემ განაცხადა, რომ, სომხეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის დაწყება აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტის დღის წესრიგში იქნება. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ 2020 წლისთვის. [9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Armenia's Receding European Ambitions, Institute for War and Peace Reporting, 18 October 2013, http://iwpr.net/report-news/armenias-receding-european-ambitions. წაკითხვის თარიღი: 2 ნოემბერი 2019 დაარქივებული 6 July 2014[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები .
  2. Armenia, EU initial mutual agreement on partnership, Global Times, 3 March 2017, http://www.globaltimes.cn/content/1038906.shtml დაარქივებული 27 March 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  3. 3.0 3.1 3.2 Saghabalian, Anna (2005-01-07). „Poll Finds Strong Support For Armenian Entry Into EU“. Radio Free Europe. ციტირების თარიღი: 2007-06-25.
  4. "Armenia Says Not Aiming For NATO, EU Membership", Huliq, http://www.huliq.com/27382/armenia-says-not-aiming-for-nato-eu-membership.
  5. The South Caucasus Between The EU And The Eurasian Union (Portable document format). Caucasus Analytical Digest. Forschungsstelle Osteuropa and Center for Security Studies, Zürich (17 June 2013). ციტირების თარიღი: 3 July 2013.
  6. The South Caucasus Between The EU And The Eurasian Union. Gallup Poll. Panorama (3 April 2017). ციტირების თარიღი: 3 April 2017.
  7. EU Ambassador to Armenia: Start of visa liberalization action plan on agenda for 2017. news.am (15 July 2016). ციტირების თარიღი: 15 March 2017.
  8. By holding talks with EU we don't harm anyone – Serzh Sargsyan (15 March 2017).
  9. EU envoy says Armenia may obtain visa-free travel by 2020 (28 November 2017). ციტირების თარიღი: 9 March 2018.