სოლაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
სოლაპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 17°40′17″ ჩ. გ. 75°54′37″ ა. გ. / 17.6715194° ჩ. გ. 75.9104389° ა. გ. / 17.6715194; 75.9104389
ფართობი 180.67 კმ²
ცენტრის სიმაღლე 457±1 მეტრი
მოსახლეობა 951 558
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 217
საფოსტო ინდექსი 413001
სოლაპური — ინდოეთი
სოლაპური

სოლაპური (ინგლ. Solapur) ― ქალაქი ინდოეთის შტატ მაჰარაშტრის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კარნატაკის საზღვრის მახლობლად.[1][2] სოლაპური მუმბაის, პუნის, ბანგალორსა და ჰაიდარაბადს შორის მთავარ მაგისტრალსა და სარკინიგზო მარშრუტზე მდებარეობს, ხოლო დამატებითი ხაზით მეზობელი კარნატაკის შტატის ქალაქებს, კალაბურაგსა და ვიჯაიაპურას უკავშირდება. სოლაპურის საერთაშორისო აეროპორტი მშენებლობის პროცესშია.[3] იგი მეშვიდე უდიდესი მეტროპოლიური ურბანული აგლომერაცია და მე-11 ყველაზე დასახლებული ქალაქია მაჰარაშტრაში. სოლაპური სიდიდით 43-ე ურბანული აგლომერაცია და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 49-ე ქალაქია ინდოეთის მასშტაბით.[4]

მაჰარაშტრის მასშტაბით, სოლაპური წამყვანია ბიდის წარმოების მხრივ.[5] სოლაპურის საბანი და პირსახოცი არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი,[6][7] თუმცა ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო ექსპორტის მაჩვენებლები შემცირებულია.[8] სოლაპურის საბანი პირველი პროდუქტია მაჰარაშტრაში, რომელსაც გეოგრაფიული ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იარლიყი აქვს.[9][10] სოლაპურის რაიონში ბროწეულის ფართომასშტაბიანი წარმოება მიმდინარეობს[11] და აქვე მდებარეობს ინდოეთის ბროწეულის ეროვნული კვლევითი ცენტრი.[12][13][14]

1992 წელს სოლაპურის მუნიციპალურ კორპორაციას გარეუბნები შეუერთდა და 300 კმ² მოიცვა.[15] ქალაქში მდებარეობს დიდი ინდური სავათის თავშესაფარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოლაპურის რაიონის თეჰსილები. ჩრდილოეთი და სამხრეთი თეჰსილები ქალაქს წარმოქმნის.

სოლაპურის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. განედი 17.68° და აღმ. გრძედი 75.92°. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 458 მეტრის ტოლია. ჩრდილოეთიდან აჰმედნაგარის რაიონი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― ოსმანაბადის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― კალაბურაგის რაიონი, სამხრეთიდან ― ბიჯაპურის რაიონი, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან ― სანგლის რაიონი, დასავლეთიდან ― სატარის რაიონი, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდან ― პუნის რაიონი.

სოლაპური მაჰარაშტრის შტატის დედაქალაქ მუმბაიდან დაახლოებით 410 კმ-ითაა დაშორებული, პუნიდან ― 245 კმ-ით, ხოლო ჰაიდარაბადიდან ― 305 კმ-ით. სოლაპური დეკანის ზეგანზე მდებარეობს.[16]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით სოლაპური არიდულ და ნახევრად არიდულ კლიმატურ სარტყელშია მოქცეული. ქალაქის კლიმატში სამი სეზონი გამოიყოფა: ზაფხული, მუსონები და ზამთარი. ტიპური ზაფხული მარტიდან მაისამდე გრძელდება. მაქსიმალური ტემპერატურა 30-დან 45 °C-მდე (86-დან 113 °F-მდე) მერყეობს. ყველაზე თბილი თვეებია აპრილი და მაისი. მაქსიმალური ტემპერატურა 40 °C (104 °F) ან მეტია. უმაღლესი ტემპერატურა, 46.0 °C (114.8 °F), 1988 წლის მაისში დაფიქსირდა.[17] მართალია, ზაფხული მაისის ბოლომდე არ მთავრდება და ზოგჯერ ივნისის დასაწყისამდე გრძელდება, მაგრამ ქალაქში მაისში ხშირია ჭექა-ქუხილი (თუმცა ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია). მუსონები ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე გრძელდება და ნალექიანობის ზომიერი მაჩვენებლით ხასიათდება. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 545 მმ-ია.[18] ზამთარი ნოემბერში იწყება და თებერვლის ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ზოგჯერ შეიძლება 10 °C-ზე (50 °F) დაბლა დაეცეს. სოლაპური კილარის (ლატურის რაიონი) სეისმურად აქტიურ ზონასთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

ჰავის მონაცემები — სოლაპური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 36.7 39.4 43.9 44.7 46.0 45.6 38.9 40.0 38.0 38.5 36.1 35.2 46.0
საშუალო მაღალი °C 31.3 34.2 37.7 40.1 40.2 34.9 31.9 31.2 31.9 32.7 31.8 30.8 34.1
საშუალო დაბალი °C 16.3 18.1 21.7 24.6 25.1 23.4 22.5 22.0 21.9 20.7 18.1 15.8 20.8
რეკორდულად დაბალი °C 4.4 6.1 12.2 13.9 16.1 17.2 16.7 15.0 15.9 12.4 7.8 6.7 4.4
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 6.0 2.3 7.9 14.8 33.4 120.4 121.0 134.0 177.0 96.2 22.4 7.0 742.5
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.4 0.3 0.7 1.4 2.7 7.2 8.0 8.7 9.0 5.1 1.4 0.5 45.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 31 26 23 23 27 49 58 58 53 42 36 34 38
წყარო: India Meteorological Department[19][20]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბარის ტბა სოლაპურში

2011 წლის სოლაპურის აღწერის მიხედვით, სოლაპურის მოსახლეობა 951 118 ადამიანს (482 194 კაცი და 468 924 ქალი) შეადგენს. ამავე წლის მონაცემებით, სოლაპურის რაიონის მოსახლეობის 73.13% მარათულ ენაზე საუბრობს, 9.28% ― კანადაზე, 6.47% ― ჰინდიზე, 4.49% ― ტელუგუზე, ხოლო 3.94% ― ურდუზე. 2012 წლის მონაცემებით, გარეუბნების ჩათვლით, სოლაპურის მოსახლეობა 1 250 000 ადამიანს უდრის.

2011 წლის მონაცემებით, 710 180-მა ადამიანმა იცის წერა-კითხვა, რომელთაგან 390 335 კაცია, 319 845 კი ― ქალი. ქალაქის მოსახლეობის 83.88%-მა იცის წერა-კითხვა. კაცებს შორის ეს მაჩვენებელი 91.31%-ის, ხოლო ქალებს შორის 76.3%-ის ტოლია.

ქალაქის მოსახლეობის მთავარი რელიგია ინდუიზმია. მას მოსახლეობის 75.73% მისდევს. მეორე უმსხვილეს რელიგიურ ჯგუფს მუსლიმანები წარმოადგენენ, რომლებიც მოსახლეობის 20.64%-ს შეადგენენ. ბუდიზმს მოსახლეობის 1.62% მისდევს, ჯაიანიზმს ― 1%, ქრისტიანობას ― 0.73%, ხოლო 0.28% არარელიგიურია, სხვა რელიგიების მიმდევარია ან პასუხისგან თავს იკავებს.[21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Overview of Solapur. Maharashtra Airport Development Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 10 April 2015
  2. „ऐतिहासिक है महाराष्ट्र का सोलापुर“ [Aitihāsik hai Mahārāṣṭra kā Sōlāpur]. Aaj Tak (ჰინდი). 20 აგვისტო 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 21 მაისი 2015.
  3. Maharashtra Cities: Solapur. ციტირების თარიღი: 10 April 2015
  4. Biggest Cities in India. ციტირების თარიღი: 1 April 2015
  5. Meena Menon (21 June 2006). „A dream come true for beedi workers of Solapur“. The Hindu. Mumbai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2019. ციტირების თარიღი: 8 July 2015.
  6. Prashant Mane (26 სექტემბერი 2011). „सोलापुरी चादरी, टॉवेलच्या व्यवसायाला घरघर“ [Sōlāpurī Cādarī, ṭŏvēlacyā Vyavasāyālā Gharghar]. Sakal (მარათჰი). Solapur, Maharashtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2015.
  7. „सोलापुर को मिला पहला पांचसितारा होटल“ [Sōlāpur Kō Milā Pahlā Pān̄casitārā Hōṭal]. IBN7 (ჰინდი). Solapur, Maharashtra. 19 ოქტომბერი 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 13 ივნისი 2015.
  8. Suryakant Asabe (15 აგვისტო 2008). „सोलापुरी चादरींची निर्यात थांबली“ [Sōlāpurī Cādarīn̄cī Niryāt Thāmblī]. Maharashtra Times (მარათჰი). Solapur, Maharashtra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 14 ივნისი 2015.
  9. Supriya Shelar (მაისი 2010). „BARRING STRAWBERRIES, OTHER GOODIES LANGUISH IN STATE“. Sakaal Times. Maharashtra, India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2015.
  10. „મહારાષ્ટ્રનું સબ્સિડી બજેટ“ [Mahārāṣṭranuṁ Subsidy Budget]. Mumbai Samachar (გუჯარათი). აპრილი 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2015.
  11. Dinkar Gaangal (18 January 2015). „...सोलापुरात काही घडले आहे!“ [... Sōlāpurāt Kāhī Ghaḍlē āhē!]. Maharashtra Times (მარათჰი). ციტირების თარიღი: 21 July 2015.
  12. Matrix News (აგვისტო 2013). „कुशल प्रबंधन व उन्नत तकनीक अपनाने की सलाह“ [Kuśal Prabandhan Vā Unnatā Taknīk Apnānē kī Salāh]. Dainik Bhaskar (ჰინდი). Balotra, India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 12 მაისი 2015.
  13. R.K. Pal. About NRCP (September 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 4 April 2015
  14. Kavitha Iyer (20 მაისი 2015). „Maharashtra: Shifting weather pattern plays spoilsport; farmers' efforts fail to bear fruit“. Punjab Star News. India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2015.
  15. 'हद्द' वाढली पण विकास रखडलेलाच“ ['Hadda' vāḍhlī Paṇ Vikās Rakhaḍalēlāch]. Divya Marathi (მარათჰი). Solapur. 5 მაისი 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 6 ივლისი 2015.
  16. Meena Menon (21 June 2006). „A dream come true for beedi workers of Solapur“. The Hindu. Mumbai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2019. ციტირების თარიღი: 8 July 2015.
  17. Ever recorded Maximum and minimum temperatures up to 2010. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 10 April 2015
  18. Solapur District at a Glance (2013). ციტირების თარიღი: 6 June 2014
  19. Station: Solapur Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 711–712. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 10 April 2020
  20. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 10 April 2020
  21. Solapur City Census 2011 data. ციტირების თარიღი: 3 March 2018