ფარელ უილიამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფარელ უილიამსი

ფარელ უილიამსის გამოსვლა N.E.R.D-თან Pori Jazz-ზე, 2010 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც ფარელი
დაბ. თარიღი 5 აპრილი, 1973 (1973-04-05) (51 წლის)
დაბ. ადგილი ვირჯინია-ბიჩი, ვირჯინია, აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[1]
ჟანრ(ებ)ი ჰიპ ჰოპი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ფანკი
საქმიანობა პროდიუსერი, მუსიკოსი, მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მოდის დიზაინერი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, კლავიშებიანი საკრავები, გიტარა, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1992–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Star Trak, Interscope, i am OTHER, Columbia
საიტი
ფარელ უილიამსი ვიკისაწყობში

ფარელ უილიამსი აგრეთვე ცნობილი, როგორც უბრალოდ ფარელი (დ. 5 აპრილი, 1973) — ამერიკელი მომღერალი-სიმღერების ავტორი, რეპერი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკოსი და მოდის დიზაინერი. ჩედ ჰუგოსთან ერთად შეადგენს დუეტს The Neptunes, რომელიც ასრულებს სოულის, რიტმ-ენდ-ბლუზის და ჰიპ ჰოპის ჟანრის სიმღერებს. სადებიუტო სინგლი „Frontin'“ ფარელმა 2003 წელს გამოსცა, რასაც მოჰყვა 2006 წლის სადებიუტო ალბომი In My Mind.[2] მეორე ალბომი, Girl 2014 წლის 3 მარტს გამოვიდა.[3][4]

The Neptunes-ში უილიამსი არის სხვადასხვა შემსრულებლის მრავალი ჰიტ-სინგლის პროდიუსერი.[5] არის შვიდი გრემის მფლობელი, აქედან ორის - The Neptunes-თან ერთად. ამჟამად ფლობს მედია ბიზნესს, რომელიც მოიცავს მუსიკას, მოდას და ხელოვანთა კოლექტივს i am OTHER, რომელსაც ექვემდებარება ფარელის ჩაცმულობის ბიზნესები, როგორიც არის Billionaire Boys Club და Ice Cream, აგრეთვე Billionaire Girls Club, ტექსტილის კომპანია Bionic Yarn და YouTube-ის არხი, გაშვებული 2012 წელს.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20200509205310/https://www.theguardian.com/music/shortcuts/2014/apr/22/trouble-with-pharrell-williams-new-black-theory
  2. BBC. ციტირების თარიღი: December 11, 2011.
  3. Michaels, Sean (December 18, 2013). „Pharrell Williams signs to Columbia“. The Guardian. ციტირების თარიღი: December 22, 2013.
  4. G I R L by Pharrell Williams. iTunes. ციტირების თარიღი: 2014-02-24.
  5. Lee, Chris (June 1, 2008). „LA Times“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: December 11, 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

[[]]