კეტი პერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კეტი პერი
Katy Perry NRJ 2014 3.jpg
კეტი პერი, 2014 წელი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1984 (1984-10-25) (30 წლის)
წარმოშობა აშშ-ის დროშასანტა ბარბარა, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, როკი, გოსპელი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო
აქტიური 2001-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Red Hill, Island, Columbia, Capitol
საიტი ოფიციალური საიტი
KATY'S signature.svg

კეტი პერის ხელმოწერა

კეტი პერი (ინგლ. Katy Perry) (ნამდვილი სახელი - კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი, დ. 1984 წლის 25 ოქტომბერს) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. დაიბადა სანტა-ბარბარაში, კალიფორნიის შტატში, ქრისტიანულ ოჯახში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერი ანუ კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს სანტა ბარბარაში დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ, რადგან კეტის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა 2001 წელს გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 - 2005 წლებში იგი მუშაობდა ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.

2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay“, რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომია One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში 2008 წელს. ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო კეტის მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა კეტი დაასახელა, როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი მომღერალი 2000-2009 წლებში.

პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „California Gurls“, „Teenage Dream“, „Firework“, „E.T“. და „Last Friday Night (T.G.I.F.)“.ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad“-ის შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1 ადგილს. კეტი გახდა ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღო Grammy Award-ის ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15 დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის მომღერლად დაასახელა. კეიტმა გადაწყვიტა, რომ გამოსცეს მისი ბოლო ალბომის Teenage Dream-ის რე-რეალიზი,რომელსაც ერქმევა Teenage Dream: The Complete Confection. რე-რეალიზის პრემიერა მოხდება 2012წლის 26მარტს. პირველი სინგლი ალბომიდან არის Part of Me, რომლის რეალიზაციაც კეიტმა 12თებერვალს Grammy Award-ის 54-ე დაჯილდოებაზე მოაწყო, ხოლო 13თებერვალს სიმღერა გაყიდვაში ჩაეშვა და პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში. კეიტს სულ გაყიდული აქვს სიმღერების 37.6 მილიონზე მეტი ციფრული ასლი მხოლოდ ამერიკაში და 11მილიონზე მეტი ალბომის ასლი მსოფლიოს მასშტაბით.

კეიტმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr“ და „Meow“. მან გაახმოვანა ცნობილი ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23 ოქტომბერს.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : კეტი პერის დისკოგრაფია.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი სახელწოდება როლი !
2010 Get Him to the Greek საკუთარი თავი
2011 The Smurfs Smurfette
2011 The Muppets საკუთარი თავი

საკონცერტო ტურნეები[რედაქტირება]

წამყვანი
თანაწამყვანი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]