კამინგ-აუტი
კამინგ-აუტი (ინგლ. coming out — გამოსვლა, გამომჟღავნება, გამოაშკარავება) — ადამიანის მიერ თავისი სექსუალური ან გენდერული უმცირესობის წევრობის კეთილსინდისიერი და ნებაყოფლობითი აღიარება. ტერმინი კამინგ-აუტი მეტწილად ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების მიმართ გამოიყენება, რომელთაც ღიად განაცხადეს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არიან ან მათი ფსიქიკური სქესი არ ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს. ეს ტერმინი, ინგლისური, ოდნავ მოძველებული გამონათქვამიდან „coming out of the closet“ (კარადიდან გამოსვლა, აზრობრივად, სამალავიდან ამოსვლა) — მომდინარეობს.
ტერმინის საპირისპიროა აუტინგი, რაც ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აღნიშნავს, ამ ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1869 წელს, ასი წლის წინ სანამ სთოუნუოლის ჯანყამდე, გერმანელმა ჰომოსექსუალების უფლებადამცველმა კარლმ ჰეინრიხ ულრიხმა წარმოადგინა იდეა საკუთარი თავის ღიაობისა, რაც ნიშნავდა იგივე ემანსიპაციას. იგი მიიჩნევდა რომ ამ ჯგუფის უჩინრობა იყო მთავარი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ხელს, ის აიძულებდა ჰომოსექსუალ ადამიანებს რომ ეღიარებინათ თავიანთი სქესის მიმართ არსებული მიზიდულობა. 1914 წელს მაგნუს ჰირშველდმა ხელახა განიხილა მისი ნამუშევარი „ჰომოსექსუალობა კაცისა და ქალებისა“ იმსჯელა სოციალურ და ლეგალურ პოტენციალზე ამ საკითხის იმ შემთხვევაში თუ ასი ათასობით ჰომოსექსუალი კაცი და ქალი გაასაჯაროებდა თავიანთ ორიენტაციას, რის შედეგადაც მოახდენდა საჯარო აზრის ჩამოყალიბებაში მონაწილეობას. პირველი გამოჩენილი ამერიკელი, რომელმაც გაასაჯაროვა თავისი ორიენტაციას იყო პოეტი რობერტ დუნკანი. 1944 წელს, ანარქისულ პოლიტიკურ გაზეთში მან ჰომოსექსუალები განიხილა, როგორც შევიწროებული უმცირესობა.
1960 წელს ფრენკ კემენი გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი. იგი მუშაობდა სამხედრო რუკის სპეციალისტად როგორც ასტრონომი და დაითხოვეს ჰომოსექსუალური ქცევის გამო. მან უარყო წასულიყო თავისი ნებით. ფრენკი ღიად იბრძოდა მისი გაშვების გასაბათილებლად და მისი უფლებებისთვის, შეიტანა აპელაცია ამერიკის მთავარ სასამართლოში. როგორც მთავარი ლიდერი მოძრაობის, კემენი მიიჩნევდა რომ საჭირო იყო საჯარო მოქმედებები. მისი რწმენის ქვაკუთხედს წარმოადგენდა იდეა, რომ ჩვენ უნდა ავუმაღლოთ ჰომოსექსუალ საზოგადოების წევრებს ინდივიდუალური თვითშეფასება, რომელიც მხოლოდ მიღწევადი იქნებოდა განხორციელებული კამპანიების თვითონ ჰომოსექსუალების მხრიდან. მისი მთავარი სლოგანი იყო „გეი არის კარგი“. კამინგ-აუტი გახდა მთავარი სტრატეგიული გასაღები თავისუფალი გეი მოძრაობის, რომელიც თავისი მოქმედებით ზრდიდა პოლიტიკურ მგრძნობელობას ამ საკითხებზე და უპირისპირდებოდა ჰეტეროსექსიზმს და ჰომოფობიას. 1980 წლამდე გრძლებოდა გეი და ლესბოსური სოციალური თანადგომაზე დისკუსიები ჯგუფებში, ზოგიერთ მათგანს „კამინგ-აუტის“ ჯგუფებსაც ეძახდნენ, რომლებიც უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთს ისტორიებს (გამოცდილებას) მიღწეული წარმატებებით, რომელიც ამცირებდა იზოლაციას და ზრდიდა ლგბტ ხილვადობას და სიამაყეს.
იდენტობის საკითხები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კამინგ-აუტი აღიქმება თანდათანობით, დროში გაწეილილ პროცესად ან მოგზაურობად, რომელიც მოიცავს გათვითცნობიერებას ერთი და იგივე სქესის მქონე ადამიანებს შორის სურვილების არსებობისა და გენდერული იდენტობის შესახებ. საწყისი ეტაპი ეხება საკუთარი სულის (თავის) ძებნას, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც „კამინგ-აუტი საკუთარ თავთან“ და ნიშნავს საკუთარი თავის მიღების ეტაპს. ბევრი ლგბტ თემის წევრის აზრით ეს ეტაპი მათთვის დაიწყო ყმაწვილობიდან ან ბავშვობიდან, როდესაც მათ პირველად დაიწყეს გაცნობიერება, რომ თავისივე სქესის მიმართ ჰქონდათ ლტოლვა, მიზიდულობა. კამინგ-აუტი მიიჩნევა პროცესად კიდევ იმიტომ, რომ არსებობს სურვილი თავი დააღწიო იმ გარემოს, სადაც ლგბტ ადამიანებს უწევთ ითამაშოს ჰეტეროსექსუალების ან სისგენდერების როლი.
ლგბტ იდენტობის განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყოველი კამინგ-აუტის დროს ადამიანი ცდილობს იყოს ის, ვინც არის და რა სექსუალური ორიენტაციაც აქვს. შეიქმნა რამდენიმე მოდელი, რომელიც კამინგ-აუტს აღწერს როგორც გეი და ლესბოსელი იდენტობის განვითარების პროცესს. ყველაზე ფართოდ მიღებულია კესის იდენტობის მოდელი, რომელიც დაარსდა ვივიენი კესის მიერ. ეს მოდელი გამოყოფს აღნიშნული პროცესის ექვს სტადიას: იდენტობით დაბნეულობა/შეცბუნება, იდენტობის შედარებები, იდენტობის შემწყნარებლობა, იდენტობის მიღება, იდენტობით სიამაყე და იდენტობის სინთეზი. თუმცა ყველა ლგბტ ადამიანი არ მიესადაგება ამ მოდელს. მაგალითად, ზოგი ლგბტ ახალგაზრდა ისევე აცნობიერებს საკუთარ სექსუალურ სურვილებს მოწიფულობის ასაკში, როგორც ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Материалы раздела «Coming out»
- Материалы о каминг-ауте на сайте «Кампании за права человека» დაარქივებული 2009-11-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე. |