სიდრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდრი

სიდრი (ფრანგ. cidre) — მცირეალკოჰოლიანი (5-7% მოცულობითი სპირტი) ხილკენკროვანი ღვინო, რომელსაც ღებულობენ ვაშლის წვენის დადუღებით. სიდრს აქვს ვაშლის გემო და არომატი, გაჯერებულია ნახშიროჟანგით. უშვებენ სამი სახის სიდრს: ტკბილს (შეიცავს 10 გ/ლ შაქარს), ნახევრად მშრალს (5 გ/ლ) და მშრალს (შაქარს არ შეიცავს). სიდრის სამშობლო საფრანგეთია. ამზადებენ ასევე ბელარუსში, უკრაინასა და ყაზახეთში.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სიდრი&oldid=2620638“-დან