სანგრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანგრია

სანგრია (ესპ. sangría ესპ.-დან sangre — სისხლი) ესპანური სუსტი ალკოჰოლური სასმელი წითელ ღვინის საფუძველზე ხილის ნაჭრების, შაქრის და ასევე ბრენდისა და მშრალი ლიქიორის დამატებით.

ისტორია[რედაქტირება]

სანგრია გაჩნდა XIX საუკუნეში, სამხრეთ ესპანეთსა და პორტუგალიაში. ხილის შემგროვებლებს თან დაჰქონდათ ტიკები წყალში გაზავებული წითელი ღვინით. ამავე ტიკში ისინი წურავდნენ ახალ მოკრეფილი ციტრუსის წვენს. ეს ნაზავი მზეში მუშაობას უადვილებდა და აგრილებდა მათ და ამავდროულად საშუალებას არ აძლევა ძლიერ დამთვრალიყვნენ.

ერთი აზრი იმის შესახებ, თუ რატომ დაერქვა ამ სასმელს „სანგრია“ არ არსებობს.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად ამ სასმლის ავტორი თითქოს და არის იტალიელი ჯარისკაცი ჰელიო გაბალი, რომელიც დიდი ხანი ოცნებობდა, რომ შეექმნა ციტრუსული ღვინო. მან ამ ცდებში რამდენიმე წელი დახარჯა ჯერ სამშობლოში შემდეგ კი ესპანეთში, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ღამეს იმედგაცრუებულმა გაბალმა, მიხვდა რა რომ მას არაფერი გამოუვიდა, გაბრაზებულმა ღვინით სავსე დოქში მსხვილად დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები ჩაყარა და განაცხადა, რომ წარუმატებლობის და მიუხედავად მაინც მხოლოდ ციტრუსულ ღვინოს დალევდა. განცვიფრებული ესპანელები გაოცებულნი უყურებდნენ, თუ როგორ ურევდა იტალიელი მეწამული ფერის სასმელს. როდესაც ესპანელებმა სასმელი გასინჯეს წამოიყვირეს „Es Sangre del Diablo!“ (ესპ.–დან „ეს ეშმაკის სისხლია!“). გაბალი ერეტიკოსად და სატანის თანამონაწილედ შერაცხეს, ის დააკავეს და შემდგომში ცეცხლზე დაწვეს. სასმელს კი, რომელიც მან მოიგონა „სანგრია“ დაერქვა. რამდენიმე წლის შემდეგ ინკვიზიციამ მოხსნა აკრძალვდა და ნება დართო ამ სასმლის მომზადებისთვის. იმ დროიდან სანგრია ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური კოქტეილია ესპანეთში.