სვეინ ბიერნსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვეინ ბიერნსონი
სვეინ ბიერნსონი
ისლანდიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივნისი 1944  – 24 იანვარი 1968
მემკვიდრე აუსგეირ აუსგეირსსონი

დაბადებული 27 თებერვალი 1881
კოპენჰაგენი დანია

სვეინ ბიერნსონი (ისლ Sveinn Björnsson) — დამოუკიდებელი ისლანდიის პირველი პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა 1881 წლის 27 იანვარს კოპენჰაგენში. 1912 წელს რეიკიავიკის საქალაქო საბჭოს წევრი გახდა. 1914-1916 წლებში და 1920 წელს ისლანდიის პარლამენტ - ალთინგის წევრი იყო. ისლანდიის მიერ 1918 წელს ავტონომიის მოპოვების შემდეგ რეიკიავიკის საქალაქო საბჭოს პრეზიდენტი გახდა (1920 წლამდე). იმავე წლებში ხელმძღვანელი პოსტები ეკავა ისლანდიის სხვადასხვა კომპანიასა და საბანკო დაწესებულებებში. 1920-24 და 1926-40 წლებში ისლანდიის დესპანია დანიაში - ისლანდიის რეგენტი.

1944 წლის 25 მაისს ისლანდიაში დანიისგან დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმზე დადებითი პასუხი იქნა მიღებული და 1944 წლის 17 ივლისს ალთინგმა იგი ისლანდიის პირველ პრეზიდენტად აირჩია 1 წლის ვადით.

1945 წელს ხელახლა აირჩიეს საერთო-სახალხო კენჭისყრით, 1949 წელს კი კიდევ ერთხელ გახდა პრეზიდენტი. გარდაიცვალა 1952 წლის 25 იანვარს მორიგი საპრეზიდენტო ვადის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას ტრიუმვირატი მართავდა ალთინგის თავმჯდომარის, ისლანდიის პრემიერ-მინისტრისა და უმაღლესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის შემადგენლობით ახალი პრეზიდენტის არჩევამდე.