სენ-პოლი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სენ-პოლი
მშობ. სახელი: ფრანგ. L'île Saint-Paul

კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 38°43′00″ ს. გ. 77°31′00″ ა. გ. / 38.71667° ს. გ. 77.51667° ა. გ. / -38.71667; 77.51667
ფართობი 8 კმ²
უმაღლესი წერტილი 270 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
სენ-პოლი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
სენ-პოლი (კუნძული)

სენ-პოლი (ან სენტ-პოლი, ფრანგ. L'île Saint-Paul) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში. შედის საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში. მდებარეობს 85 კმ-ით სამხრეთში ამსტერდამის კუნძულიდან, რომელთანაც ერთად ქმნის სენ-პოლისა და ამსტერდამის კუნძულებს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სენ-პოლი წარმოადგენს ვულკანურ კუნძულს, დიამეტრით დაახლოებით 12 კმ, რომელზეც პრაქტიკულად არ არსებობს ხეები. კუნძულს აქვს სამკუთხედის ფორმა და ყველაზე მაქსიმალური სიგრძე უტოლდება 4,8 კმ-ს. კუნძულის ცენტრში მდებარეობს ყურე — წყლით სავსე ვულკანის კალდერა.

კუნძულ სენ-პოლის კლიმატი ჰგავს ამსტერდამის კუნძულის კლიმატს. ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს ზამთარში 10-11 °С-დან ზაფხულში 17-17,5 °C-მდე. ნალექები საშუალო რაოდენობა წელიწადში მოდის 1000 მმ. კუნძულზე ბინადრობენ პინგვინების, სელაპების და ზღვის ფრინველების კოლონიები.

ვულკანის აქტიურობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქტიური სტრატოვულკანია. ასაკი 1200 წელი. პირველი დაფიქსირებული ამოფრქვევა — 1991 წელი. აქამდე ვულკანი არ ამოფრქვეულა 800 წელზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში. ვულკანის ადგილას წარმოიქმნა დიდი კალდერა. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 2009 წელს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული დაუსახლებელია, მაგრამ მას ხშირად სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]