პინგვინისნაირნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პინგვინისნაირნი
Falkland Islands Penguins 36.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Sphenisciformes

პინგვინისნაირნი (Sphenisciformes) ფრინველთა რიგი. მოიცავს მხოლოდ 1 ოჯახს (Spheniscidae), რომელშიც ერთიანდება 6 გვარი და 17 სახეობა. მასა — 1,5-45 კგ, სხეულის სიგრძე 40-120 სმ. პინგვინისნაირნი ვერ ფრენენ, კარგად ცურავენ (36 კმ/სთ) და ყვინთავენ (20 მ-მდე). აქვთ საცურაო აპკით შეერთებული 3 თითი. ფრთა გადაქცეულია ფარფლად. ფეხები ცურვისას ასრულებენ საჭის როლს. გავრცელებული არიან ანტარქტიდის ნაპირებთან, სუბანტარქტიდის კუნძულებზე, ავსტრალიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაპირებზე, გალაპაგოსის კუნძულებზე. ბუდობენ დიდ კოლონიებად, ზოგი — წყვილებად ან პატარ-პატარა გუნდებად. დებენ 1-2 კვერცხს, იკვებებიან თევზებით, თავფეხიანი მოლუსკებითა და კიბოსნაირებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]